From Wikipedia, the free encyclopedia
მაჯურო (ინგლ. Majuro [ˈmædʒəroʊ]) — მარშალის კუნძულების დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მოსახლეობა — 27 797 ადამიანი (2011 აღწერით). ქალაქი აგებულია ამავე სახელწოდების ატოლზე, რომელიც შედგება 64 მცირე კუნძულისაგან. მაჯუროს აქვს პორტი, სავაჭრო უბნები და საერთაშორისო აეროპორტი. მოსახლეობა ძირითადად ცხოვრობს დ-უ-დ-ის რაიონში (ჩამოთვლილი რაიონები ჩრდილოეთიდან სამხრეთით მდებარეობს): ულიგაში არის მთავარი ბიზნეს ცენტრი. აქ სულ უფრო ვითარდება ტურიზმი, ქვეყანაში არსებობს ამავე სახელწოდების უნივერსიტეტი, სკოლა და დაწყებითი სასწავლებელი. სახელმწიფო დაწესებულებები და სამთავრობო შენობები მდებარეობს დალაპის რაიონში, აქვეა რამდენიმე დიდი მაღაზიაც. ქალაქის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს დარიტის რაიონში, აქვე მდებარეობს მაჯურის საშუალო სკოლების უმრავლესობა. დასავლეთით ატოლზე მდებარეობს ლაურას დასახლებული უბანი, სადაც გადის დ-უ-დ-ის მთავარი მაგისტრალი. ლაურას ატოლზე მდებარეობს მაჯუროს უმაღლესი წერტილი.
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
მაჯურო Majuro | |||
მაჯუროს ლაგუნა, 1973 წლის თებერვალი | |||
| |||
ქვეყანა | მარშალის კუნძულები | ||
კოორდინატები | 7°04′00″ ჩ. გ. 171°16′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 9,71 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 3 მეტრი | ||
მოსახლეობა | 27 797 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 2862,72 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+12 | ||
ატოლის ფართობი შეადგენს 9,71 კმ²-ს, მაგრამ თუ ამ ტერიტორიას დავუმატებთ ქალაქის გარშემო არსებულ ლაგუნის ტერიტორიას, მაშინ მაჯუროს ფართობი იქნება 295 კმ². მაჯურო არის ქვეყნის მთავარი საექსპორტო ცენტრი, აქედან ხორციელდება მარშალის კუნძულების ერთ-ერთი მთავარი პროდუქციის ქოქოსის ზეთის ექსპორტი.
მაჯურო, ისევე როგორც სხვა ბევრი ატოლი, შედგება ძალიან ვიწრო მიწის ნაკვეთებისაგან. ეს ტერიტორიები ერთმანეთს ხიდების მეშვეობით უკავშირდება.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაჯურო იაპონელების ხელში იყო. 1944 წლის 30 იანვარს მარშალის კუნძულების დედაქალაქში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები შევიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.