![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/65/Alpendohle.jpg/640px-Alpendohle.jpg&w=640&q=50)
მაღრანი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაღრანი, ან ალპური ჭკა[1] (ლათ. Pyrrhocorax) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 სახეობას: წითელნისკარტა ანუ სუღლუკი (Pyrrhocorax pyrrhocorax) და ყვითელნისკარტა ანუ საღსაღანა მაღრანს (Pyrrhocorax graculus). ყვითელნისკარტა მაღრანი გავრცელებულია ევროპაში, შუა და ცენტრალურ აზიაში. წითელნისკარტა, გარდა ამისა, კიდევ — ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ორივე სახეობა ბინადრობს საქართველოშიც. კოლონიური ფრინველებია. ვერტიკალურად ფრენენ 300 მ-დან 4500 მ-მდე. ბუდეს იკეთებენ კლდეებში, მდინარისპირა ხრამების კედლებში. დედალი მაღრანი 4–5 კვერცხს დებს, 17–18 დღე კრუხობს, იკვებებიან ჭიებით, მწერებით, მცენარეებით. ზოგიერთი მკვლევარი ყვითელნისკარტა მაღრანს ცალკე გვარად (Graulus) გამოყოფს.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაღრანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები მაღრანი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
მაღრანი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ყვითელნისკარტა მაღრანი (Pyrrhocorax graculus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Pyrrhocorax (Tunstall, 1771) | |||||||||||||
|
დახურვა