![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cb/View_from_Mt_Scenery%252C_Saba.jpg/640px-View_from_Mt_Scenery%252C_Saba.jpg&w=640&q=50)
მაუნტ-სცენერი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაუნტ-სცენერი (ნიდერლ. Mount Scenery) — პოტენციურად აქტიური სტრატოვულკანი კარიბის ნიდერლანდებზე, კუნძულ საბაზე. ლავური გუმბათია. სიმაღლე — 877 მეტრი. ამჟამად წარმოადგენს ნიდერლანდების უმაღლეს წერტილს. უკანასკნელი რეგისტრირებული ამოფრქვევა დაფიქსირდა 1640 წელს, რომელსაც თან ახლდა აფეთქება და პიროკლასტური ნაკადის წარმოქმნა. მწვერვალი ხშირად ნისლშია გახვეული. მაუნტ-სცენერი საბის ეროვნული პარკის ნაწილია.
სწრაფი ფაქტები მაუნტ-სცენერი ...
მაუნტ-სცენერი | |
---|---|
![]() მაუნტ-სცენერი | |
კოორდინატები: 17°38′06″ ჩ. გ. 63°14′21″ დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 877 მ |
ბოლო ამოფრქვევა | 1640 |
დახურვა