![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/69/Mount_Isa%252C_Queensland_-_Night.jpg/640px-Mount_Isa%252C_Queensland_-_Night.jpg&w=640&q=50)
მაუნტ-აიზა
From Wikipedia, the free encyclopedia
მაუნტ-აიზა (ინგლ. Mount Isa) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 20 570 ადამიანს[1]. მაუნტ-აიზა 1830 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ხოლო 904 კილომეტრით დაცილებულია ქალაქ ტაუნსვილს. ქალაქი მაუნტ-აიზა დაარსდა 1923 წელს, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1968 წელს. ქალაქი მდებარეობს უდაბნოების ტერიტორიაზე, მაუნტ-აიზასთან მდებარეობს ტბა მონდარა. ქალაქიდან 155 კილომეტრში მდებარეობს კუინზლენდის და ჩრდილოეთი ტერიტორიის ოფიციალური საზღვარი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა საკმაოდ დაბალია და შეადგენს 454.3 მმ-ს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
მაუნტ-აიზა ინგლ. Mount Isa | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | კუინზლენდიკუინზლენდი |
კოორდინატები | 20°44′00″ ს. გ. 139°30′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1923 |
ფართობი | 62,8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 350 მ |
მოსახლეობა | 20 570 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 327,55 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 4825 |
ოფიციალური საიტი | mountisa.qld.gov.au |
დახურვა