From Wikipedia, the free encyclopedia
მატყუარა იაკობი — აღმოსავლეთ გერმანელი ებრაელი მწერლის, იურეკ ბეკერის, რომანი, გამოქვეყნდა 1969 წელს. 1971 წელს მიენიჭა ჰაინრიხ მანის სახელობის პრემია.
„მატყუარა იაკობი“ | |
---|---|
| |
ავტორი | იურეკ ბეკერი |
ენა | გერმანული ენა |
გამოცემის თარიღი | 1969 |
რომანის ორი ეკრანიზაცია არსებობს. პირველი (1975), რომლის რეჟისორია ფრენკ ბეიერი, წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, რითაც ოსკარზე ნომინირებული პირველი და ერთადერთი აღმოსავლეთ გერმანული ფილმი გახდა. მეორე, 1999 წლის ეკრანიზაცია, ჰოლივუდური რიმეიკია, რომელშიც მთავარ როლს რობინ უილიამსი ასრულებს.
სახელი „იაკობი“ ებრაულ ისტორიასა და კულტურას უკავშირდება. შესაქმის წიგნიდან ბიბლიურ ამბავში იაკობი თავისი ძმა ესავისგან პირმშოობას სიცრუის გზით მიითვისებს. კლასიკული ებრაული ტექსტების თანახმად, იაკობის ცხოვრება მისი შთამომავალი ებრაელების გადასახლებაში ცხოვრების პარალელურად წარიმართა.
რომანი ასევე საინტერესოა იმ მხრივ, რომ იგი დაუპირისპირდა აღმოსავლეთ გერმანიაში გაბატონებულ ლიტერატურულ ნორმებს. ავტორი მასში აღწერს მეორე მსოფლიო ომის ფიქციურ მოვლენებს, თუმცა ამასთანავე ახერხებს, არ გამოხატოს ცხადი წინააღმდეგობა ნაციზმის მიმართ.
რომანს ორი დასასრული აქვს: ფიქციური და რეალური. აღსანიშნავია, რომ ის დასასრული, რომელშიც საბჭოთა ჯარისკაცები გეტოს ათავისუფლებენ, ფიქციურია, ხოლო ის, რომელშიც გეტოს მცხოვრებლებს სიკვდილით სჯიან – რეალური.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.