მატიტელასებრნი
From Wikipedia, the free encyclopedia
მატიტელასებრნი (ლათ. Polygonaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მეტწილად ბალახები და ბუჩქბალახები, იშვიათად ბუჩქები და უფრო იშვიათად (ტროპიკებში) ხეებია. აქვთ მორიგეობით განლაგებულია ფოთლები, რთულ ყვავილედებში თავმოყრილია წვრილი ორსქესიანი ყვავილები.
სწრაფი ფაქტები მატიტელასებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
მატიტელასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Rumex alpinus | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Polygonaceae | ||||||||||||||
|
დახურვა
ოჯახში 40-მდე გვარის 900 სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმთავრესად კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 5 გვარი (53 სახეობა): ხორციფერა (2 სახეობა), მატიტელა (28 სახეობა), წიწიბურა (1 სახეობა), ღოლო (21 სახეობა) და ლათ. Oxyria (1 სახეობა).
ძნელად მოსასპობი სარეველაა ღოლო. ამ ოჯახიდანაა სათესი კულტურა წიწიბურა (საქართველოში მთიულეთში თესავენ). მებოსტრეობაში მოჰყავთ Rumex acetosa-ს ტიპის მჟაუნები.