მარჯნის რიფი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარჯნის რიფი (ინგლ. coral reef) — წყალქვეშა ან ნაწილობრივ წყალქვეშა კირქვული გეოლოგიური სტრუქტურა. წარმოადგენს მარჯნის პოლიპებისა და წყალმცენარეების კოლონიურ გაერთიანებას, რომელსაც ზღვის წყლიდან კირქვის გამოყოფის უნარი აქვს. იქმნებიან ტროპიკულ ზღვების წყალმარჩხ ადგილებში. მსოფლიოში მარჯნის რიფების საერთო ფართობი 600 ათ. კმ²-ს აღემატება.
რიფების ძირითადი მასივები თავმოყრილია აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვებში; შედარებით მცირე ნაწილი თავმოყრილია ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში და ასევე წითელ ზღვაში. მარჯნის რიფების უდიდესი ნაწილი მოდის ბარიერულ და გაქვავებულ რიფებზე, რომლებიც განლაგებული არიან შელფებსა და მსხვილ კუნძულებთან. უდიდეს მარჯნის რიფს წარმოადგენს დიდი ბარიერული რიფი (ავსტრალია), დასავლეთ ატლანტის ბელიზის ბარიერული რიფების სისტემა, მადაგასკართან ახლოს მდებარე რიფი, ასევე მსხვილი რიფები ფიჯისა და ახალი კალედონიის კუნძულებთან. ზოგიერთი მათგანი გადაჭიმულია 1000 კმ და მეტ სიგრძეზე, ხოლო დიდი ბარიერული რიფი სიგრძეში 2000 კმ-ს აღწევს. ბარიერულ რიფსა და ნაპირს შორის ლაგუნაა.