მარკ დაკასკოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკ ალან დაკასკოსი (ინგლ. Mark Alan Dacascos; დ. 26 თებერვალი, 1964) — ამერიკელი კინო- და ტელემსახიობი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი.[1] ადრეულ ასაკში მოგებული აქვს რამდენიმე ჩემპიონატი კარატესა და კუნგ-ფუში. ყველაზე მეტად ცნობილია ფილმებით: „მტირალა მკვლელი“ (1995), „დრაივი“ (1997), „მგლის საძმო“ (2001), „აკვნიდან საფლავამდე“ (2003) და „ჯონ უიკი 3“ (2019).[2]
მარკ დაკასკოსი | |
---|---|
დაკასკოსი 2011 წელს | |
მშობლიური სახელი | Mark Dacascos |
დაბადების სახელი | მარკ ალან დაკასკოსი |
დაბადების თარიღი |
26 თებერვალი, 1964 (1964-02-26) (60 წლის) ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1985-დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯული კონდრა (იქ. 1998) |
შვილ(ებ)ი | 3 |
საიტი | dacascos.com |
დაიბადა ჰონოლულუში, ჰავაიში. ბავშვობა გაატარა გერმანიაში.[3] მამამისი, ალ დაკასკოსი საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორი იყო, ხოლო დედა, მორიკო მაკვეი — მასწავლებელი. დაკასკოსი საბრძოლო ხელოვნებით ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში დაკავდა. პირველი ტურნირი მოიგო 9 წლის ასაკში, ხოლო პირველი როლი კინოში მიიღო 18 წლისამ. ამას მოჰყვა რამდენიმე მცირე როლი ფილმებსა და ტელესერიალებში. პირველი სრულფასოვანი როლი მიიღო ფილმში „ამერიკელი სამურაი“ (1992).
დაკასკოსს, აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალებში: ჰავაის პოლიცია, „სასიკვდილო ბრძოლა: მემკვიდრეობა“,[4] „ყორანი: კიბე ზეცისაკენ“ და სხვა. 2002 წელს ნომინირებული იყო სატურნის ჯილდოზე. 2009 წელს მონაწილეობდა საცეკვაო შოუში „ცეკვა ვარსკვლავებთან“.[5][6]