From Wikipedia, the free encyclopedia
მარკუს პერსონი (ასევე ცნობილი მეტსახელით Notch[1][2];დ; 1 ივნისი, 1979)[3] — შვედი ActionScript და Java-პროგრამისტი. ის არის Mojang AB-ის დამაარსებელი და პოპულარული კომპიუტერული თამაშის Minecraft-ის შემქმნელი.
მარკუსმა პროგრამირება დაიწყო კომპიუტერ Commodore 128-ზე. 7 წელი მუშაობდა King.com ში თამაშების შემქმნელად შემდეგ Jalbum-ის პროგრამისტი გახდა. მან შექმნა ბევრი თამაში, 2009 წელს მან დააარსა კომპანია Mojang AB.
Minecraft — ცნობილი Sandbox თამაში. ეს თამაში უკვე გამოვიდა მაგრამ ის ახლაც აქტიურად ნახლდება, ემატება ახალი ფუნქციები და სხვა. 2011 წლის დასაწყისში Mojang AB-მა გაყიდა 1 მილიონი ასლი, ნახევარ წელში კი ამ რიცხვს 2 მილიონი მიემატა, ამ დროისათვის კი გაყიდულია 8 მილიონზე მეტი ასლი.
Breaking the Tower — თამაში, რომელიც შეიქმნა 48 საათში. თამაშში მოქმედება ხდება პატარა კუნძულზე სადაც მოთამაშემ უნდა იშოვოს რესურსები, აშენოს შენობები და გაწვრთნას ჯარი იმისათვის, რომ დაანგრიოს დიდი კოშკი კუნძულზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.