ქართველი პოეტი და დრამატურგი From Wikipedia, the free encyclopedia
მარიამ (მარიკა) ბარათაშვილი (დ. 7 აპრილი, 1908, მერევი — გ. 30 დეკემბერი, 2008) — ქართველი პოეტი, დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
მარიკა ბარათაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 (20) აპრილი, 1908 |
დაბადების ადგილი | მერევი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 30 დეკემბერი, 2008 (100 წლის) |
საქმიანობა | პოეტი, დრამატურგი და მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი |
Magnum opus | ჭრიჭინა |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი |
1945 წელს დაამთავრა თსუ-ს დაუსწრებელი პედაგოგიური სექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1965–1991 წლებში ჟურნალ „საქართველოს ქალის“ რედაქტორია. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული - 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოიპოვა ბარათაშვილის პიესამ „ჭრიჭინა“ (1950, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. პიესის საფუძველზე გადაიღეს ფილმი ჭრიჭინა. აღსანიშნავია ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: „ლექსები“ (1948), „საპოვნელა“ (1958), „დღე დღევანდელი“ (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები „ნანული“ (1941), „სოფელა, თინა და ჭიანჭველები“ (1949) და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები „ჩემი ყვავილეთი“, „სართულები“, „მაღალი ოცნება“, „რატომ?“, „სიყვარულის წისქვილი“, „ჩქარი მატარებელი“ და სხვა.
ბარათაშვილი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, საქართველოს სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები, ღირსების ორდენი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.