![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/44/Maria_Shriver_by_Gage_Skidmore.jpg/640px-Maria_Shriver_by_Gage_Skidmore.jpg&w=640&q=50)
მარია შრაივერი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ოუინგს შრაივერი (ინგლ. Maria Owings Shriver; დ. 6 ნოემბერი, 1955) — ამერიკელი ჟურნალისტი, ავტორი, კენედების ოჯახის წევრი, კალიფორნიის ყოფილი პირველი ლედი და არაკომერციული ორგანიზაციის, The Women's Alzheimer's Movement-ის დამფუძნებელი. დაქორწინებული იყო კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორზე და მსახიობ არნოლდ შვარცენეგერზე, რომელთან განქორწინებაც 2011 წელს მოითხოვა. შრაივერმა მიიღო Peabody Award და იყო NBC-ის ემის გამარჯვებული 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების თანაწამყვანობისთვის. როგორც ალცჰეიმერის პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი, შრაივერმა მოიპოვა ორი ემის ჯილდო და სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ჯილდ. [1] მისი დედა, იუნის კენედი შრაივერი, იყო ჯონ ფ., რობერტის და ტედ კენედის და. შრაივერი ამჟამად არის NBC News-ის წამყვანი და კორესპონდენტი.
მარია შრაივერი | |
---|---|
![]() შრაივერი 2018 წელს | |
დაბადების სახელი | მარია ოუვინგს შრაივერი |
დაბადების თარიღი |
6 ნოემბერი, 1955 (1955-11-06) (68 წლის) ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ავტორი |
მეუღლე(ები) | არნოლდ შვარცენეგერი (1986-2021) |
შვილ(ებ)ი | 4 |
მშობლები |
მამა: სარჯენტ შრაივერი დედა: იუნის კენედი |