From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ბრაბანტელი (გერმ. Maria von Brabant; ფრანგ. Marie de Brabant) (დ. 13 მაისი 1254 - გ. 12 იანვარი 1322) — ბრაბანტის ჰერცოგ ჰაინრიხ III-ისა და მისი ცოლის, ადელაიდ ბურგუნდიელის ასული. საფრანგეთის დედოფალი 1274-1285 წლებში როგორც ფილიპ III-ის მეორე მეუღლე.
მარია ბრაბანტელი | |
---|---|
Maria von Brabant | |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 აგვისტო 1274 |
მმართ. დასასრული: | 5 ოქტომბერი 1285 |
წინამორბედი: | ისაბელა არაგონელი |
მემკვიდრე: | ჟანა I ნავარელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 მაისი 1254 |
გარდ. თარიღი: | 12 იანვარი 1322 (67 წლის) |
მეუღლე: | ფილიპ III, საფრანგეთი |
შვილები: |
ლუი, ევრეს გრაფი ბლანში, ავსტრიის ჰერცოგინია მარგარიტა, ინგლისის დედოფალი |
მამა: | ჰაინრიხ III, ბრაბანტის ჰერცოგი |
დედა: | ადელაიდ ბურგუნდიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია დაიბადა 1254 წლის 13 მაისს ბრაბანტის საჰერცოგოს დედაქალაქ ლუვენში. მამამისი იყო ჰერცოგი ჰაინრიხ III-ისა და მისი ცოლის, ადელაიდ ბურგუნდიელის ნაბოლარა ქალიშვილი.
1274 წლის 21 აგვისტოს მარია მიათხოვეს საფრანგეთის დაქვრივებულ მეფე ფილიპ III-ს. მისი მიპრველი მეუღლე, დედოფალი ისაბელა არაგონელი 1271 წელს გადაჰყვა მეხუთე ბავშვზე მშობიარობას. ამ დროისათვის ფილიპს უკვე ჰყავდა ოთხი ვაჟი.
ფილიპი დედამისის, დედა-დედოფალ მარგარიტა პროვანსელის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო. ამასთან საფრანგეთის სამეფო კარზე მარიას, როგორც უცხოელს ცუდი თვალით უყურებდნენ. 1276 წელს ფილიპის ვაჟი, პრინცი ლუი საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა. ვარაუდობდნენ, რომ იგი მოწამლეს, მთავარი ეჭვმიტანილი კი მისი დედინაცვალი იყო. თუმცა როგორც გაირკვა იგი არა მარიამ, არამედ სამეფო კარის ერთ-ერთმა დიდგვაროვანმა მოწამლა, რომელიც მალევე სიკვდილით დასაჯეს.
1285 წელს ფილიპ III გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი გერი ავიდა და მარიამ მთელი ძალაუფლება დაკარგა. ამის შემდეგ მან მთელი თავისი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა. 1286 წლის 6 იანვარს ფილიპ IV საფრანგეთის მეფედ ეკურთხა.
მარიამ დედოფალ ჟანა ნავარელთან და ბლანკა არტუელთან ერთად 1294 წელს აწარმოა სამშვიდობო მოლაპარაკებები ინგლისთან, რის აღსანიშნავადაც მარიამ ინგლისის მეფე ედუარდ I-ს თავისი ნაბოლარა ქალიშვილი, პრინცესა მარგარიტა მიათხოვა.
მარია ცხოვრობდა სამეფო კარზე ფილიპ IV-სთან და შვილებთან ერთად. 1316 წლიდან იგი მოცილდა სამეფო კარს და ქალაქ გარეთ გადასახლდა, სადაც 1322 წლის 12 იანვარს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1580 წელს რელიგიური ომების დროს, ჰუგენოტებმა გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს ტაძარი სადაც მარია იყო დაკრძალული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.