From Wikipedia, the free encyclopedia
მარიან შარეცი (სლოვენ. Marjan Šarec; დ. 2 დეკემბერი, 1977, ლიუბლიანა, იუგოსლავია) — სლოვენი მსახიობი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. სლოვენიის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 17 აგვისტოდან.
მარიან შარეცი | |
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 აგვისტო, 2018 – 3 მარტი, 2020 | |
პრეზიდენტი | ბორუტ პაჰორი |
წინამორბედი | მიროსლავ ცერარი |
დაბადებული | 2 დეკემბერი, 1977 ლიუბლიანა, იუგოსლავია |
პოლიტიკური პარტია | მარიან შარეცის სია |
განათლება | ლიუბლიანის უნივერსიტეტი |
პროფესია | ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, კომიკოსი |
მარიან შარეცი დაიბადა 1977 წლის 2 დეკემბერს ლიუბლიანაში. 2001 წელს დაასრულა ლიუბლიანის უნივერსიტეტის თეატრის, რადიოს, კინოსა და ტელევიზიის აკადემია. მომდევნო წლებში აქტიურად მუშაობდა ეროვნულ ტელევიზიაში RTV Slovenija. მონაწილეობდა რადიო-შოუში „რადიო გა-გა“ და სატელევიზიო შოუში „ხრი-ბარ“, როგორც კომედიანტი და პოლიტიკური სატირიკოსი. გარდა ამისა ახდენდა ცნობილი პოლიტიკოსების, სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტის იანეს დრნოვშეკის, ოსამა ბინ ლადენის, ფიდელ კასტროსა, ცნობილი სლოვენი პოლიტიკოსის ანტონ როპის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრების იანეს იანუშისა და ანდრეი ბაიუკის იმიტირებას[1][2]. მუშაობდა როგორც ჟურნალისტი და რედაქტორი[3].
2010 წელს მონაწილეობდა ცენტრალური სლოვენიის ქალაქ კამნიკის მერის არჩევნებში. მან პირველ ტურში აიღო მეორე ადგილი, ხოლო გაიმარჯვა მეორე ტურში[1]. იგი იყო მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის პოზიტიური სლოვენიის წევრი. 2014 წელს იგი კვლავ აირჩიეს ქალაქის მერად, მაგრამ ახლა უკვე თავისი პირადი პარტიიდან მარიან შარეცის სია. პირველ ტურში მიიღო ხმების 2/3[3]. პოლიტიკური მოღვაწეობის ვაწყების შემდეგ მიატოვა სამსახიობო კარიერა[4].
2017 წლის მაისში განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბორუტ პაჰორს[5][1]. 2017 წლის ოქტომბერში მიიღო ხმების 25 % და გავიდა მეორე ტურში[6]. მეორე ტურში მიიღო ხმების 47 % და დამარცხდა ბორუტ პაჰორთან.
2018 წლის 17 აგვისტოს შარეცი 55 ხმით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად. მის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის 31 დეპუტატი[7][8][9].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.