მარიანას კუნძულები (ჩამორო Islas Mariånas, ინგლ. Mariana Islands), XX საუკუნემდე ასევე ეწოდებოდა ლადრონის კუნძულები (ესპ. Islas de los Ladrones — ქურდების კუნძულები) — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთში, მიკრონეზიაში. მოიცავს 15 დიდ კუნძულს და რამდენიმე მცირე კუნძულს და რიფს. საერთო ფართობია — დაახლოებით 1018 კმ², მოსახლეობა — 213 241 ადამიანი (2010 წელი)[1][2]. არქიპელაგზე მდებარეობს ორი პოლიტიკური წარმონაქმნი: გუამი (541 კმ²) და ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები (477 კმ²). ორივე ტერიტორიას აქვს აშშ-ის არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის სტატუსი (ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს ასევე აქვს თანამეგობრობის სტატუსიც).

სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: ინგლ. Mariana Islands, გეოგრაფია ...
მარიანას კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Mariana Islands
Thumb
გეოგრაფია
16°37′ ჩ. გ. 145°37′ ა. გ.
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 17
მთავარი კუნძული გუამი
ფართობი 1018 კმ²
უმაღლესი წერტილი 965 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 213 241 (2010)
სიმჭიდროვე 209,471 ად. /კმ²
დახურვა

გეოგრაფია

მარიანას არქიპელაგის რუკა

არქიპელაგი წარმოადგენს კუნძულების რკალს, რომელიც მდებარეობს ტექტონიკურად აქტიურ რეგიონში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. არქიპელაგი მდებარეობს 2500 კმ-ში ფილიპინებიდან და ამავე მანძილით დაშორებულია პაპუა-ახალი გვინეიდან[3].

კუნძულები გადაჭიმულია ჩრდილოეთის განედის 12 და 21 გრადუსებს შორის დაახლოებით 800 კმ-ზე. კუნძულები შედგება 15 დიდი კუნძულისაგან: აგიხანი, აგრიხანი, ალამაგანი, ანატაჰანი, ასუნსიონი, გუამი, გუგუანი, მაუგი, პაგანი, როტა, საიპანი, სარიგანი, ტინიანი, ფარალიონ-დე-მედინილია და ფარალიონ-დე-პახაროსი.

გეოლოგიური თვალსაზრისით კუნძულები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: უფრო ძველი წარმოშობის სამხრეთი კუნძულების რკალი (კუნძულები: გუამი, როტა, ტინიანი, აგიხანი, საიპანი) და უფრო ახალი ვულკანური ჩრდილოეთი რკალი (არქიპელაგის დანარჩენი კუნძულები)[4]. სამხრეთი კუნძულები წარმოიქმნა დაახლოებით 15—20 მილიონი წლის წინ (გვიანდელი ეოცენი — ადრეული მიოცენი). ყველა მათგანს აქვს მსგავსი აგებულება და დაფარულია კირქვის ფენით — ძველი მარჯნის რიფების ნარჩენებით. ჯგუფმა განიცადა რამდენიმე ამოწევა[4]. ჩრდილოეთი ჯგუფი მარიანის რკალის ნაწილია, ადგილზე სადაც წყნარი ოკეანის ფილაქანი იძირება ფილიპინების ფილაქანის ქვეშ. ამ ჯგუფის ყველა კუნძული სტრატოვულკანებია. კუნძულების უმრავლესობა გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. სამხრეთი კუნძულების რიფები უფრო ძველი და უფრო განვითარებულია. კუნძულების რაიონში განლაგებულია დაახლოებით 50 წყალქვეშა ვულკანი და 11 ვულკანი ქმნის კუნძულებს[3].

მეტი ინფორმაცია №, კუნძულები ...
კუნძულები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2010 წელი)
უმაღლესი წერტილი,
პიკი კოორდინატები
ჩრდილოეთ კუნძულები
1ფარალიონ-დე-პახაროსი (Urracas)2,5531920°33′ ჩ. გ. 144°54′ ა. გ.
2მაუგი2,13227(ჩრდილოეთი კუნძული)20°02′ ჩ. გ. 145°19′ ა. გ.
3ასუნსიონი7,3189119°43′ ჩ. გ. 145°41′ ა. გ.
4აგრიხანი (Agrigan)43,51965მთა აგრიხანი18°46′ ჩ. გ. 145°40′ ა. გ.
5პაგანი47,24579მთა პაგანი18°08′36″ ჩ. გ. 145°47′39″ ა. გ.
6ალამაგანი11,11744ალამაგანი17°35′ ჩ. გ. 145°50′ ა. გ.
7გუგუანი3,8730117°20′ ჩ. გ. 145°51′ ა. გ.
8ბანკა (bank) ზელანდია>0>016°45′ ჩ. გ. 145°42′ ა. გ.
9სარიგანი4,9754916°43′ ჩ. გ. 145°47′ ა. გ.
10ანატაჰანი31,2178716°22′ ჩ. გ. 145°40′ ა. გ.
11ფარალიონ-დე-მედინილია0,858116°01′ ჩ. გ. 146°04′ ა. გ.
სამხრეთი კუნძულები
12საიპანი115,3848 220474მთა ტაპოჩაუ15°11′06″ ჩ. გ. 145°44′28″ ა. გ.
13ტინიანი101,013136170კასტიუ (Lasso Hill)14°57′12″ ჩ. გ. 145°38′54″ ა. გ.
14აგიხანი (Agiguan)7,10157ალუტომი14°42′ ჩ. გ. 145°18′ ა. გ.
15როტა85,392527491მთა მანირა14°08′37″ ჩ. გ. 145°11′08″ ა. გ.
16გუამი541,30159 358406ლამლამის მთა13°27′08″ ჩ. გ. 144°46′13″ ა. გ.
მარიანას კუნძულები463,6353 883965მთა აგრიხანი14°08' 20°33’N,
144°54° 146°04’E
დახურვა

ისტორია

არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, არქიპელაგზე პირველი ადამიანები გამოჩნდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინ და იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსულები[5]. შემდგომში პირველი დასახლებულები ცნობილი გახდნენ როგორც ჩამოროელები. კუნძულელებს ჰქონდათ სოციალური დაყოფა. ოჯახის უფროსებად ითვლებოდნენ ქალები. XVI საუკუნის დასაწყისში კოლონიზატორები უშედეგოდ ცდილობენ ამოეძირკვათ მატრიარქატი. დაახლოებით 1000 წლის წინ ჩამოროს კულტურა შეიცვალა, რაც გამოიხატა არქიტექტურაშიც. კუნძულელებმა დაიწყეს ეგრეთ წოდებული ლატეს ქვების მშენებლობა, რომელიც გამოიყენებოდა სახლის საძირკვლის სახით და რელიგიური მიზნებისათვის[5].

1521 წლის 6 მარტს ფერნანდო მაგელანის ექსპედიციის მეზღვაურები გახდნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც დაინახეს კუნძულები (ესპანური გემები შეჩერდნენ უმატაკის უბეში გუამის კუნძულთან). ჩამოროელებთან პირველი უსიამოვნო შეხვედრის გამო მაგელანმა არქიპელაგს უწოდა Las Islas de los Ladrones („ქურდების კუნძული“), რადგანაც ადგილობრივმა აბორიგენებმა მოიპარეს ზოგიერთი საგნები მაგელანის გემებიდან, რომლებმაც ისარგებლეს მეზღვაურების დაღლილობით მთელი წყნარი ოკეანის გადაცურვის გამო[6]. 1565 წელს არქიპელაგი ფორმალურად გამოცხადდა ესპანეთის სამეფოს საკუთრებად. 1668 წელს არქიპელაგზე მოვიდნენ მისიონერები დიეგო ლუის დე სან-ვიტორესის მეთაურობით. მან არქიპელაგს დაარქვა ახალი სახელი ესპანეთის დედოფლის, ფილიპე IV-ის ქვრივის — მარიანა ავსტრიელის პატივსაცემად.

დაიწყო მარიანას არქიპელაგის კოლონიზაცია. მალე სან-ვიტორესი მოკლეს, რამაც გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება. არქიპელაგის მოსახლეობა შემცირდა 150 ათასიდან, როდესაც არქიპელაგზე ესპანელები გამოჩნდნენ, 5 ათასამდე 1741 წლისთვის[6]. ბევრ ჩამოროელს აიძულებდნენ გადასულიყვნენ გუამის კუნძულზე (მხოლოდ კუნძულ როტას მოსახლეობა ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, რომლებიც ემალებოდნენ ესპანელ ჯარისკაცებს კუნძულის მთებში). დაიწყო არქიპელაგის დასახლება ესპანელებით და ფილიპინელებით. 1815—1885 წლებში არქიპელაგის ჩრდილოეთ კუნძულებზე ასახლებდნენ მეზობელი კაროლინის კუნძულების მოსახლეობით. ესპანური ბატონობის დამთავრების შემდეგ, როდესაც ჩამოროელებს ნება დართეს დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ კუნძულებზე, აღმოჩნდა, რომ ბევრი საუკეთესო მიწები დაკავებული იყო კაროლინელების მიერ[6].

ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ ესპანეთმა დაუთმო აშშ-ს მარიანას არქიპელაგის სამხრეთი ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი მიყიდა გერმანიის იმპერიას 1899 წლის 12 თებერვლის შეთანხმებით[7]. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მარიანას არქიპელაგი ერთა ლიგამ მმართველობაში გადასცა იაპონიას (არქიპელაგზე იაპონელთა ძირითადი საქმიანობა გახდა შაქრის ლერწმის წარმოება), მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მმართველობაში გადასცა აშშ-ს (ამერიკელებმა დაიკავეს კუნძული 1944 წელს და კუნძულ ტინიანიდან ფრინდებოდნენ თვითმფრინავები, რომლებმაც ჩამოაგდეს ატომური ბომბები ჰიროსიმაში და ნაგასაკში შესაბამისად 1945 წლის 6 აგვისტოს და 9 აგვისტოს). 1978 წელს აშშ-მა მიანიჭეს კუნძულებს განსაკუთრებული სტატუსი: ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები და გუამი გახდნენ აშშ-ის არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიები. 1986 წელს კუნძულების მოსახლეობას მიანიჭეს აშშ-ის მოქალაქეების სტატუსი[8].

მოსახლეობა

2000 წლის აღწერის მონაცემებით არქიპელაგის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 224 026 ადამიანს. 2010 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 213 241 ადამიანამდე. მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს ოთხ კუნძულზე: როტა, ტინიანი, საიპანი და გუამი[4].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.