მარიამ მაგდალინელი (ებრ. מרים המגדלית‎, ბერძ. Μαρία ἡ Μαγδαληνή, ლათ. Maria Magdalena) — იესო ქრისტეს მიმდევარი, ქრისტიანი წმინდანი, მენელსაცხებლე დედა, რომელიც სახარებისეული ტექსტის თანახმად გახდა ქრისტეს მიმდევარი, ის ასევე მომსწრე იყო ქრისტეს ჯვარცმისა და ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ვინც შეეგება აღმდგარ იესოს. ხსენების დღეა 4 აგვისტო (ძველი სტილით 22 ივლისი).

სწრაფი ფაქტები მარიამ მაგდალინელი מרים המגדלית და Μαρία ἡ Μαγδαληνή, დაიბადა ...
მარიამ მაგდალინელი
מרים המגדלית და Μαρία ἡ Μαγδαληνή
Thumb
დაიბადა უცნობია
მაგდალა, იუდეა, რომის იმპერია
გარდაიცვალა I საუკუნე
ეფესო
ხსენების დღე 22 ივლისი[1] და 22 ივლისი
მოღვაწეობა caregiver და თეოლოგი[2]
პერიოდი 30
დახურვა

ცხოვრება და მოღვაწეობა

მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში მაგდალინელისადმი თაყვანისცემა განსხვავებულია: მართლმადიდებლობა მას თაყვანს სცემს, როგორც შვიდი ეშმაკეულისგან განკურნებულს; მისი სახელი სახარების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს; კათოლიკური ეკლესიის ტრადიციებში კი მას დიდი ხანი აიგივებდნენ მონანიე მარიამ ბეთანიელთან, გარდა ამისა, თან დაურთავდნენ ფართო ლეგენდარულ მასალას.

იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელს შორის არსებული კავშირის ხასიათთან დაკავშირებით არაერთი კონსპიროლოგიური ვერსია და ვარაუდი არსებობს, რასაც მორწმუნე საზოგადოება აფასებს როგორც შებღალვას.

სახარებისეული მოწმობები მარიამ მაგდალინელზე

წარმოშობით გალილეის ქალაქ მაგდალადან იყო; კაპერნაუმთან ახლოს.

ახალ აღთქმაში მარიამ მაგდალინელის სახელი რამდენჯერმეა ნახსენები:

  • იესო ქრისტემ ის შვიდი ეშმაკისაგან განკურნა (ლკ.8:2)
  • ამის შემდეგ იესო ქრისტეს გაჰყვა, ემსახურებოდა მას და ქონებას უყოფდა (მკ15:40-41, ლმ.8:3)
  • გოლგოთაზე უფლის ჯვარცმას დაესწრო (მთ.27:56 და სხვ.)
  • იყო ქრისტეს დაკრძალვის მოწმე (მთ.27:61 და სხვ.)

ლიტერატურა

  • Acocella, Joan. “The Saintly Sinner: The Two-Thousand-Year Obsession with Mary Magdalene”. The New Yorker, February 13 & 20, 2006, p. 140–49. Prompted by controversy surrounding Dan Brown's The Da Vinci Code.
  • Brock, Ann Graham. Mary Magdalene, The First Apostle: The Struggle for Authority. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, 2003. ISBN 0-674-00966-5. Discusses issues of apostolic authority in the gospels and the Gospel of Peter the competition between Peter and Mary, especially in chapter 7, “The Replacement of Mary Magdalene: A Strategy for Eliminating the Competition”.
  • Burstein, Dan, and Arne J. De Keijzer. Secrets of Mary Magdalene. New York: CDS Books, 2006. ISBN 1-59315-205-1

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.