![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d3/Martha_Layne_Collins%252C_governor_of_Kentucky%252C_Nov_8%252C_1986.jpg/640px-Martha_Layne_Collins%252C_governor_of_Kentucky%252C_Nov_8%252C_1986.jpg&w=640&q=50)
მართა ლეინ კოლინზი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარტა ლეინ კოლინზი (ინგლ. Martha Layne Collins; დაბადებით ჰოლი ინგლ. Hall; დ. 7 დეკემბერი, 1936, ბაღდადი, კენტუკი, აშშ) — ამერიკელი ყოფილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი აშშ-ის კენტუკის შტატიდან. კენტუკის გუბერნატორი 1983 წლიდან 1987 წლამდე. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი. შტატის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი გუბერნატორი აღნიშნულ თანამდებობაზე. მანამდე იგი იყო კენტუკის შტატის 48-ე ლეიტენანტ-გუბერნატორი (გუბერნატორის მოადგილე) ჯონ ბრაუნ უმცროსის დროს. იგი განიხილებოდა დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა საბოლოოდ არჩევანი უოლტერ მონდეილმა კონგრესის წევრ ჯერალდინ ფერაროს სასარგებლოდ გააკეთა.
სწრაფი ფაქტები კენტუკის შტატის 56-ე გუბერნატორი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
მართა ლეინ კოლინზი Martha Layne Collins | |
![]() | |
კენტუკის შტატის 56-ე გუბერნატორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 დეკემბერი, 1983 – 8 დეკემბერი, 1987 | |
წინამორბედი | ჯონ ბრაუნი |
მემკვიდრე | უელის უილკინსონი |
კენტუკის შტატის 48-ე ლეიტენანტ-გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 დეკემბერი, 1979 – 13 დეკემბერი, 1983 | |
წინამორბედი | თელმა სტოვალი |
მემკვიდრე | სტივ ბეშირი |
დაბადებული | 7 დეკემბერი, 1936 ბაღდადი, კენტუკი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ბილ კოლინზი |
განათლება | კენტუკის უნივერსიტეტი |
პროფესია | პოლიტიკოსი, მასწავლებელი |
დახურვა