![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/68/Margaret_Hamilton_1995.jpg/640px-Margaret_Hamilton_1995.jpg&w=640&q=50)
მარგარეტ ჰამილტონი (მეცნიერი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარეტ ჰიფილდ ჰამილტონი (დ. 17 აგვისტო, 1936[2]) — ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი, პროგრამების ინჟინერი და ბიზნესმენი. ის იყო პროგრამული ინჟინერიის განყოფილების დირექტორი[3] მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინსტრუმენტალურ ლაბორტორიაში, სადაც შექმნა კიდეც აპოლოს კოსმოსში გასაფრენად საჭირო პროგრამა[3]. 1986 წელს გახდა „ჰამილტონის ტექნოლოგიების“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კემბრიჯში, მასაჩუსეტსში[4]. ჰამილტონმა გამოაქვეყნა 130-ზე მეტი ნაშრომი, 60-ზე მეტი პროექტის მოხსენება და 6 ძირითადი პროგრამა, რაშიც თვითონ უშუალოდ მონაწილეობდა. 2016 წლის 22 ნოემბერს მარგარეტ ჰამილტონი NASA-ს აპოლოს მთვარის მისიაში წამყვანი როლისათვის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით[1][5].
სწრაფი ფაქტები მარგარეტ ჰამილტონი, დაბადების სახელი ...
მარგარეტ ჰამილტონი | |
---|---|
![]() ჰამილტონი 1995 წელს | |
დაბადების სახელი | მარგარეტ ჰიფილდი |
დაბადების თარიღი |
17 აგვისტო, 1936 (1936-08-17) (87 წლის) პაოლი, ინდიანა, აშშ. |
განათლება |
ერლემის უნივერსიტეტი მიჩიგანის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
„ჰამილტონის ტექნოლოგიების“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კომპიუტერული მეცნიერი |
მეუღლე(ები) | ჯეიმზ კოქს ჰამილტონი (განქორწინებული) |
ნათესავები | ჯეიმზ კოქს ჩემბერსი (სიძე) |
ჯილდოები | თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[1] |
დახურვა