From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარეტ კორტი (ინგლ. Margaret Court; დ. 16 ივლისი, 1942, ოლბერი, ავსტრალია) — ავსტრალიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ისტორიაში[1][2][3][4].
კორტი 1970 წელს | |
ქვეყანა (სპორტი) | ავსტრალია |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | პერთი, ავსტრალია |
დაიბადა |
16 ივლისი, 1942 ოლბერი, ავსტრალია |
სიმაღლე | 175 სმ. |
პროფესიონალი | 1960 |
კარიერა დაასრულა | 1977 |
თამაში | მემარჯვენე |
დიდების დარბაზი | 1979 (წევრის გვერდი) |
ერთეულები | |
ტიტულები კარიერაში | 92 (მხოლოდ პროფესიონალური ეპოქა) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1969, 1970, 1971, 1973) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1962, 1964, 1969, 1970, 1973) |
უიმბლდონი | გამარჯვება (1963, 1965, 1970) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1962, 1965, 1969, 1970, 1973) |
წყვილები | |
ტიტულები კარიერაში | 48 (მხოლოდ პროფესიონალური ეპოქა) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1961, 1962, 1963, 1965, 1969, 1970, 1971, 1973) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1964, 1965, 1966, 1973) |
უიმბლდონი | გამარჯვება (1964, 1969) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1963, 1968, 1970, 1973, 1975) |
წყვილთა სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | გამარჯვება (1973, 1975) |
შერეული წყვილები | |
ტიტულები კარიერაში | 19 (მხოლოდ პროფესიონალური ეპოქა) |
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1963, 1964, 1965, 1969) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (1963, 1964, 1965, 1969) |
უიმბლდონი | გამარჯვება (1963, 1965, 1966, 1968, 1975) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1969, 1970, 1972) |
გუნდური შეჯიბრები | |
ფედერაციის თასი | გამარჯვება (1964, 1965, 1968, 1971) |
ბოლოს განახლდა: 4 ნოემბერი, 2018. |
კორტს ქალთა ჩოგბურთში ყველაზე მეტი – 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. აქედან რეკორდული 11 ავსტრალიის ღია პირველობა, 5 საფრანგეთის ღია პირველობა, 5 აშშ-ის ღია პირველობა და 3 უიმბლდონი. დიდი სლემის ტურნირებზე მან 210 მატჩი მოიგო და მხოლოდ 23 წააგო (90.12%). ავსტრალიის დიდ სლემზე მისი მოგება-წაგების ბალანსი 61–3 (95.31%) იყო, საფრანგეთის ღია პირველობაზე 47–5 (90.38%), აშშ-ის ღია პირველობაზე 51–6 (89.47%), ხოლო უიმბლდონზე 51–9 (85.10%). 1970 წელს ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა წელიწადის ოთხივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო ერთეულებში და გახდა პროფესიონალურ ეპოქაში პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც ეს შეძლო. აღნიშნულის გამეორება მხოლოდ შტეფი გრაფმა შეძლო 1988 წელს. ჯამში კორტმა 47-ჯერ იასპარეზა დიდი სლემის ტურნირებზე და აქედან 24, ანუ ნახევარზე მეტი მოიგო. აღსანიშნავია, რომ მან მშობიარობის შემდეგ სამი დიდი სლემის მოგება შეძლო ერთეულთა თანრიგში, რითიც იგი ერთგვარ რეკორდს იზიარებს კიმ კლეისტერსთან[5].
მარგარეტ კორტმა წყვილებში 19 დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო, აქედან 8 ავსტრალიის ღია პირველობის, 5 აშშ-ის ღია პირველობის, 4 საფრანგეთის ღია პირველობის და 2 უიმბლდონის. ავსტრალიელს ასევე რეკორდი აქვს შერეული წყვილების დიდი სლემის ტიტულებში – მან 21 ტურნირი მოიგო, აქედან 8 აშშ-ის ღია პირველობა, 5 უიმბლდონი, 4 ავსტრალიის ღია პირველობა და 4 საფრანგეთის ღია პირველობა. 1963 და 1965 წლებში, მან წელიწადის ოთხივე დიდი სლემის ტურნირი მოიგო შერეულ წყვილებში.
კორტი მარტინა ნავრატილოვასთან და დორის ჰარტთან ერთად ერთადერთია, ვინც ყველა დიდი სლემის ტურნირი მოიგო ერთეულებშიც, წყვილებშიც და შერეულ წყვილებშიც. თუმცა ავსტრალიელის რეკორდები უნიკალურია იმით, რომ მან აღნიშნულის მიღწევა ორჯერ შეძლო, როგორც პროფესიონალურ ეპოქამდე, ასევე მის შემდეგ.
ჯამში მარგარეტ კორტს ერთეულებში, წყვილებში და შერეულ წყვილებში 64 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია მამაკაცთა, თუ ქალთა ჩოგბურთში. სანაკრებო დონეზე, კორტმა ოთხჯერ მოიგო ფედერაციის თასი ავსტრალიის ნაკრებთან ერთად. 1979 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1960 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ბალახი | ჯენ ლიჰეინი | 7–5, 6–2 |
გამარჯვება | 1961 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ბალახი | ჯენ ლიჰეინი | 6–1, 6–4 |
გამარჯვება | 1962 | ავსტრალიის ღია პირველობა (3) | ბალახი | ჯენ ლიჰეინი | 6–0, 6–2 |
გამარჯვება | 1962 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | ლესლი ტერნერ ბოური | 6–3, 3–6, 7–5 |
გამარჯვება | 1962 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ბალახი | დარლენ ჰარდი | 9–7, 6–4 |
გამარჯვება | 1963 | ავსტრალიის ღია პირველობა (4) | ბალახი | ჯენ ლიჰეინი | 6–2, 6–2 |
გამარჯვება | 1963 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ბილი ჯინ კინგი | 6–3, 6–4 |
მარცხი | 1963 | აშშ-ის ღია პირველობა | ბალახი | მარია ბუენო | 5–7, 4–6 |
გამარჯვება | 1964 | ავსტრალიის ღია პირველობა (5) | ბალახი | ლესლი ტერნერ ბოური | 6–3, 6–2 |
მარცხი | 1964 | უიმბლდონი | ბალახი | მარია ბუენო | 4–6, 9–7, 3–6 |
გამარჯვება | 1964 | საფრანგეთის ღია პირველობა (2) | თიხა | მარია ბუენო | 5–7, 6–1, 6–2 |
გამარჯვება | 1965 | ავსტრალიის ღია პირველობა (6) | ბალახი | მარია ბუენო | 5–7, 6–4, 5–2 შეწყვიტა |
მარცხი | 1965 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ლესლი ტერნერ ბოური | 3–6, 4–6 |
გამარჯვება | 1965 | უიმბლდონი (2) | ბალახი | მარია ბუენო | 6–4, 7–5 |
გამარჯვება | 1965 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ბალახი | ბილი ჯინ კინგი | 8–6, 7–5 |
გამარჯვება | 1966 | ავსტრალიის ღია პირველობა (7) | ბალახი | ნენსი რიჩი | ტექნიკური მოგება |
მარცხი | 1968 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | ბილი ჯინ კინგი | 1–6, 2–6 |
↓ პროფესიონალური ეპოქა ↓ | |||||
გამარჯვება | 1969 | ავსტრალიის ღია პირველობა (8) | ბალახი | ბილი ჯინ კინგი | 6–4, 6–1 |
გამარჯვება | 1969 | საფრანგეთის ღია პირველობა (3) | თიხა | ენ ჯონსი | 6–1, 4–6, 6–3 |
გამარჯვება | 1969 | აშშ-ის ღია პირველობა (3) | ბალახი | ნენსი რიჩი | 6–2, 6–2 |
გამარჯვება | 1970 | ავსტრალიის ღია პირველობა (9) | ბალახი | კერი მელვილ რიდი | 6–1, 6–3 |
გამარჯვება | 1970 | საფრანგეთის ღია პირველობა (4) | თიხა | ჰელგა ნისენი | 6–2, 6–4 |
გამარჯვება | 1970 | უიმბლდონი (3) | ბალახი | ბილი ჯინ კინგი | 14–12, 11–9 |
გამარჯვება | 1970 | აშშ-ის ღია პირველობა (4) | ბალახი | როზმარი კაზალსი | 6–2, 2–6, 6–1 |
გამარჯვება | 1971 | ავსტრალიის ღია პირველობა (10) | ბალახი | ივონ გულაგონგ კოული | 2–6, 7–6, 7–5 |
მარცხი | 1971 | უიმბლდონი | ბალახი | ივონ გულაგონგ კოული | 4–6, 2–6 |
გამარჯვება | 1973 | ავსტრალიის ღია პირველობა (11) | ბალახი | ივონ გულაგონგ კოული | 6–4, 7–5 |
გამარჯვება | 1973 | საფრანგეთის ღია პირველობა (5) | თიხა | კრის ევერტი | 6–7, 7–6, 6–4 |
გამარჯვება | 1973 | აშშ-ის ღია პირველობა (5) | ბალახი | ივონ გულაგონგ კოული | 7–6, 5–7, 6–2 |
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი | 1960 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | ლორეინ კოფლენი | მარია ბუენო კრისტინ ტრუმენი | 2–6, 7–5, 2–6 |
გამარჯვება | 1961 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ბალახი | მერი კარტერ რეიტანო | მერი ჰოტონი ჯენ ლიჰეინი | 6–4, 3–6, 7–5 |
მარცხი | 1961 | უიმბლდონი | ბალახი | ჯენ ლიჰეინი | ბილი ჯინ კინგი კარენ ჰანცე ზუსმანი | 3–6, 4–6 |
გამარჯვება | 1962 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ბალახი | რობინ ებბერნი | დარლენ ჰარდი მერი კარტერ რეიტანო | 6–4, 6–4 |
მარცხი | 1962 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ჟუსტინა ბრიკა | სანდრა რეინოლდსი რენე შურმანი | 4–6, 4–6 |
გამარჯვება | 1963 | ავსტრალიის ღია პირველობა (3) | ბალახი | რობინ ებბერნი | ჯენ ლიჰეინი ლესლი ტერნერ ბოური | 6–1, 6–3 |
მარცხი | 1963 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | რობინ ებბერნი | ენ ჯონსი რენე შურმანი | 5–7, 4–6 |
მარცხი | 1963 | უიმბლდონი | ბალახი | რობინ ებბერნი | მარია ბუენო დარლენ ჰარდი | 6–8, 7–9 |
გამარჯვება | 1963 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ბალახი | რობინ ებბერნი | მარია ბუენო დარლენ ჰარდი | 4–6, 10–8, 6–3 |
მარცხი | 1964 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | რობინ ებბერნი | ჯუდი ტეგარტ დალტონი ლესლი ტერნერ ბოური | 4–6, 4–6 |
გამარჯვება | 1964 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | ლესლი ტერნერ ბოური | ნორმა ბეილონი ჰელგა შულცი | 6–3, 6–1 |
გამარჯვება | 1964 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ლესლი ტერნერ ბოური | ბილი ჯინ კინგი კარენ ჰანცე ზუსმანი | 7–5, 6–2 |
მარცხი | 1964 | აშშ-ის ღია პირველობა | ბალახი | ლესლი ტერნერ ბოური | ბილი ჯინ კინგი კარენ ჰანცე ზუსმანი | 6–3, 2–6, 4–6 |
გამარჯვება | 1965 | ავსტრალიის ღია პირველობა (4) | ბალახი | ლესლი ტერნერ ბოური | რობინ ებბერნი ბილი ჯინ კინგი | 1–6, 6–2, 6–3 |
გამარჯვება | 1965 | საფრანგეთის ღია პირველობა (2) | თიხა | ლესლი ტერნერ ბოური | ფრანსუაზა დიური ჟანინ ლიფრიგი | 6–3, 6–1 |
მარცხი | 1966 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | ლესლი ტერნერ ბოური | კეროლ კოლდუელ გრებნერი ნენსი რიჩი | 4–6, 5–7 |
გამარჯვება | 1966 | საფრანგეთის ღია პირველობა (3) | თიხა | ჯუდი ტეგარტ დალტონი | ჯილ ბლეკმენი ფეი ტოინი | 4–6, 6–1, 6–1 |
მარცხი | 1966 | უიმბლდონი | ბალახი | ჯუდი ტეგარტ დალტონი | მარია ბუენო ნენსი რიჩი | 3–6, 6–4, 4–6 |
↓ პროფესიონალური ეპოქა ↓ | ||||||
გამარჯვება | 1968 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ბალახი | მარია ბუენო | ბილი ჯინ კინგი როზმარი კაზალსი | 4–6, 9–7, 8–6 |
გამარჯვება | 1969 | ავსტრალიის ღია პირველობა (5) | ბალახი | ჯუდი ტეგარტ დალტონი | როზმარი კაზალსი ბილი ჯინ კინგი | 6–4, 6–4 |
მარცხი | 1969 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ნენსი რიჩი | ენ ჯონსი ფრანსუაზა დიური | 0–6, 6–4, 5–7 |
გამარჯვება | 1969 | უიმბლდონი (2) | ბალახი | ჯუდი ტეგარტ დალტონი | პატრისია ჰოგანი პეგი მიჩელი | 9–7, 6–2 |
მარცხი | 1969 | აშშ-ის ღია პირველობა | ბალახი | ვირჯინია უეიდი | ფრანსუაზა დიური დარლენ ჰარდი | 6–0, 3–6, 4–6 |
გამარჯვება | 1970 | ავსტრალიის ღია პირველობა (6) | ბალახი | ჯუდი ტეგარტ დალტონი | კერი მელვილ რიდი კერი ჰარისი | 6–3, 6–1 |
გამარჯვება | 1970 | აშშ-ის ღია პირველობა (3) | ბალახი | ჯუდი ტეგარტ დალტონი | როზმარი კაზალსი ვირჯინია უეიდი | 6–3, 6–4 |
გამარჯვება | 1971 | ავსტრალიის ღია პირველობა (7) | ბალახი | ივონ გულაგონგ კოული | ჯილ ემერსონი ლესლი ჰანტი | 6–0, 6–0 |
მარცხი | 1971 | უიმბლდონი | ბალახი | ივონ გულაგონგ კოული | ბილი ჯინ კინგი როზმარი კაზალსი | 3–6, 2–6 |
მარცხი | 1972 | აშშ-ის ღია პირველობა | ბალახი | ვირჯინია უეიდი | ფრანსუაზა დიური ბეტი სტოვე | 3–6, 6–1, 3–6 |
გამარჯვება | 1973 | ავსტრალიის ღია პირველობა (8) | ბალახი | ვირჯინია უეიდი | კერი ჰარისი კერი მელვილ რიდი | 6–4, 6–4 |
გამარჯვება | 1973 | აშშ-ის ღია პირველობა (4) | ბალახი | ვირჯინია უეიდი | ბილი ჯინ კინგი როზმარი კაზალსი | 3–6, 6–3, 7–5 |
გამარჯვება | 1973 | საფრანგეთის ღია პირველობა (4) | თიხა | ვირჯინია უეიდი | ფრანსუაზა დიური ბეტი სტოვე | 6–2, 6–3 |
მარცხი | 1975 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | ოლგა მოროზოვა | ივონ გულაგონგ კოული პეგი მიჩელი | 6–7, 6–7 |
გამარჯვება | 1975 | აშშ-ის ღია პირველობა (5) | თიხა | ვირჯინია უეიდი | ბილი ჯინ კინგი როზმარი კაზალსი | 7–5, 2–6, 7–6 |
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1961 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ბალახი | რობერტ მარკი | დენის რალსტონი დარლენ ჰარდი | 3–6, 6–2, 6–4 |
გამარჯვება | 1962 | აშშ-ის ღია პირველობა (2) | ბალახი | ფრედ სტოლი | ფრენკ ფრიოლინგი ლესლი ტერნერ ბოური | 7–5, 6–2 |
გამარჯვება | 1963 | ავსტრალიის ღია პირველობა (1) | ბალახი | კენ ფლეტჩერი | ფრედ სტოლი ლესლი ტერნერ ბოური | 6–4, 6–4 |
გამარჯვება | 1963 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | კენ ფლეტჩერი | ფრედ სტოლი ლესლი ტერნერ ბოური | 6–1, 6–2 |
გამარჯვება | 1963 | უიმბლდონი (1) | ბალახი | კენ ფლეტჩერი | ბობ ჰიუიტი დარლენ ჰარდი | 11–9, 6–4 |
გამარჯვება | 1963 | აშშ-ის ღია პირველობა (3) | ბალახი | კენ ფლეტჩერი | ედ რუბინოფი ჯუდი ტეგარტ დალტონი | 3–6, 8–6, 6–2 |
გამარჯვება | 1964 | ავსტრალიის ღია პირველობა (2) | ბალახი | კენ ფლეტჩერი | მაიკ სანგსტერი ჯენ ლიჰეინი | 6–4, 6–4 |
გამარჯვება | 1964 | საფრანგეთის ღია პირველობა (2) | თიხა | კენ ფლეტჩერი | ფრედ სტოლი ლესლი ტერნერ ბოური | 6–3, 4–6, 8–6 |
მარცხი | 1964 | უიმბლდონი | ბალახი | კენ ფლეტჩერი | ფრედ სტოლი ლესლი ტერნერ ბოური | 4–6, 4–6 |
გამარჯვება | 1964 | აშშ-ის ღია პირველობა (4) | ბალახი | ჯონ ნიუკომბი | ედ რუბინოფი ჯუდი ტეგარტ დალტონი | 10–8, 4–6, 6–3 |
გამარჯვება | 1965 | ავსტრალიის ღია პირველობა (3) | ბალახი | ჯონ ნიუკომბი | ოუენ დევიდსონი რობინ ებბერნი | ფინალი არ ჩატარდა, ტიტული გაზიარდა |
გამარჯვება | 1965 | საფრანგეთის ღია პირველობა (3) | თიხა | კენ ფლეტჩერი | ჯონ ნიუკომბი მარია ბუენო | 6–4, 6–4 |
გამარჯვება | 1965 | უიმბლდონი (2) | ბალახი | კენ ფლეტჩერი | ტონი როჩი ჯუდი ტეგარტ დალტონი | 12–10, 6–3 |
გამარჯვება | 1965 | აშშ-ის ღია პირველობა (5) | ბალახი | ფრედ სტოლი | ფრენკ ფრიოლინგი ჯუდი ტეგარტ დალტონი | 6–2, 6–2 |
გამარჯვება | 1966 | უიმბლდონი (3) | ბალახი | კენ ფლეტჩერი | დენის რალსტონი ბილი ჯინ კინგი | 4–6, 6–3, 6–3 |
მარცხი | 1968 | ავსტრალიის ღია პირველობა | ბალახი | ალან სტოუნი | დიკ კრილი ბილი ჯინ კინგი | ტექნიკური წაგება |
↓ პროფესიონალური ეპოქა ↓ | ||||||
გამარჯვება | 1968 | უიმბლდონი (4) | ბალახი | კენ ფლეტჩერი | ალექსანდრე მეტრეველი ოლგა მოროზოვა | 6–1, 14–12 |
გამარჯვება | 1969 | ავსტრალიის ღია პირველობა (4) | ბალახი | მარტი რისენი | ფრედ სტოლი ენ ჯონსი | ფინალი არ ჩატარდა, ტიტული გაზიარდა |
გამარჯვება | 1969 | საფრანგეთის ღია პირველობა (4) | თიხა | მარტი რისენი | ჟან-კლოდ ბარკლეი ფრანსუაზა დიური | 6–3, 6–2 |
გამარჯვება | 1969 | აშშ-ის ღია პირველობა (6) | ბალახი | მარტი რისენი | დენის რალსტონი ფრანსუაზა დიური | 7–5, 6–3 |
გამარჯვება | 1970 | აშშ-ის ღია პირველობა (7) | ბალახი | მარტი რისენი | ფრიუ მაკმილანი ჯუდი ტეგარტ დალტონი | 6–4, 6–4 |
მარცხი | 1971 | უიმბლდონი | ბალახი | მარტი რისენი | ოუენ დევიდსონი ბილი ჯინ კინგი | 6–3, 2–6, 13–15 |
გამარჯვება | 1972 | აშშ-ის ღია პირველობა (8) | ბალახი | მარტი რისენი | ილიე ნასტასე როზმარი კაზალსი | 6–3, 7–5 |
მარცხი | 1973 | აშშ-ის ღია პირველობა | ბალახი | მარტი რისენი | ოუენ დევიდსონი ბილი ჯინ კინგი | 3–6, 6–3, 6–7 |
გამარჯვება | 1975 | უიმბლდონი (5) | ბალახი | მარტი რისენი | ალან სტოუნი ბეტი სტოვე | 6–4, 7–5 |
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 1973 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ბოკა-რატონი (1) | თიხა | როზმარი კაზალსი | ფრანსუაზა დიური ბეტი სტოვე |
6–2, 6–4 |
გამარჯვება | 1975 | WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ლოს-ანჯელესი (2) | ხალიჩა (დ) | ვირჯინია უეიდი | როზმარი კაზალსი ბილი ჯინ კინგი |
6–7(2–7), 7–6(7–2), 6–2 |
(დ) – დახურული კორტი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.