მარგაო
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგაო (ინგლ. Margao, კონკანი: मडगांव) —სიდიდით მეორე ქალაქი გოას შტატში. მდებარეობს კოლვასა და ბენაულიმის პოპულარული სანაპიროებიდან 6 კილომეტრზე. იგი განლაგებულია მდინარე სალის ნაპირზე და წარმოადგენს სამხრეთ გოას რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა შტატში ვასკოს შემდეგ.