From Wikipedia, the free encyclopedia
მარაჟო — კუნძული მდინარე ამაზონის შესართავთან, ბრაზილიაში. შედის პარას შტატის შემადგენლობაში.
კუნძულის ფართობი შეადგენს 40 100 კმ², ფართობით, ეს კუნძული ოდნავ ჩამორჩება შვეიცარიას, ეს კუნძული ფართობით პირველია, რომელსაც ყველა მხრიდან მტკნარი წყალი აქვს შემორტყმული. კუნძული მდებარეობს მდინარე ამაზონში, აქედან ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარეობს რამდენიმე მცირე ზომის კუნძული. მარაჟოს აღმოსავლეთი სანაპიროს მცირე ნაწილი ატლანტის ოკეანის ნაპირზეა გაშნებული. კუნძულის სამხრეთით მდინარე პარას სანაპიროზე მდებარეობს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ბელენი, სწორედ ამ ქალაქიდან ხდება კუნძულზე გემებით დაკავშირება. მარაჟო მდებარეობს ეკვატორის ზოლში.
კუნძულის ძირითადი ნაწილი ამაზონის გაუვალი ტყეებითაა დაფარული, აქ 20 გრძელი მდინარე მიედინება. კუნძული აგრეთვე მდიდარია ფაუნის მრავალფეროვანი სახეობებით.
კუნძულზე მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 250 000 ადამიანს.
მარაჟოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ კოლუმბამდელ პერიოდში სახლობდნენ, აქ მყოფებმა ერთ-ერთი წარმატებული კულტურა შექმნეს რომელსაც მარაჟოს კულტურა ერქვა, ამ ყველაფერს ადასტურებს კუნძულზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები.
1918–1919 წლებში კუნძულზე გავრცელდა ესპანური გრიპი, რამაც აქ მცხობრებთა უდიდესი ნაწილი დააავადა და შეიწირა.
რუკები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.