From Wikipedia, the free encyclopedia
მარადი (ფრანგ. Maradi) — ქალაქი ნიგერის სამხრეთ ნაწილში.
ქალაქი | |
---|---|
მარადი ფრანგ. Maradi | |
ქვეყანა | ნიგერი |
რეგიონი (ნიგერი)|ნიგერის რეგიონები | რეგიონი | მარადი |
კოორდინატები | 13°29′30″ ჩ. გ. 7°05′47″ ა. გ. |
მმართველი | Kassoum Mamane Moctar და Mamane Oumarou |
ცენტრის სიმაღლე | 385 მ |
მოსახლეობა | 267 249 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ქალაქი მდებარეობს ნიგერიის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, 540 კმ-ით აღმოსავლეთით ქვეყნის დედაქალაქიდან — ნიამეიდან. მარადის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ფუნქციონირებს «მარადის» აეროპორტი.
ძველად სავაჭრო ქალაქი მარადი შედიოდა ჰაუსას ქალაქ-სახელმწიფოების შემადგენლობაში. XIX საუკუნის დასაწყისში მოხვდა სოკოტოს სახელმწიფოს ისლამური ხალიფატის ხელისუფლების ქვეშ. 1899 წელს დაექვემდებარა ფრანგებს. 1807 წლიდან მარადის მართავს (1899 წლის შემდეგ — ნომინალურად) დურბავას სულთნების დინასტია (ფულბეს ხალხის წარმომადგენლები).
2012 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 267 249 ადამიანს[1]. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი შედგება ჰაუსას ხალხისგან; ასევე ცხოვრობენ ფულბეს, ტუარეგების, იორუბას და იგბოს ხალხის წარმომადგენლები. ქალაქი მარადი — მარადის კათოლიკური საეპისკოპოსოს ცენტრია.
ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1977 | 1988 | 2001 | 2012 |
---|---|---|---|
44 458 | 110 005 | 147 038 | 267 249 |
ქალაქში დაიბადა 1996—1999 წლების ნიგერის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბარე მაინასარა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.