From Wikipedia, the free encyclopedia
მანდა (ინგლ. Manda) – მცირე კუნძული კენიაში, მიეკუთვნება ლამუს არქიპელაგს. XIX საუკუნის დასაწყისში მოსახლეობამ მიატოვა კუნძული წყლის უკმარისობის გამო. კუნძულზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. 1970 წელს კენიის ხელისუფლებამ კუნძულზე გადაიტანა და დაამონტაჟა წყლის რეზერვუარები წვიმის წყლის მოსაგროვებლად, რათა მოსახლეობისათვის დაბრუნების საშუალება მიეცათ. დღესდღეობით კუნძულის მოსახლეობა მისდევს სოფლის მეურნეობას. კუნძულზე შენდება აეროპორტი.
მშობ. სახელი: ინგლ. Manda | |
---|---|
ტაკვეს ნანგრევები | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 02°16′00″ ს. გ. 40°58′00″ ა. გ. |
კენია | |
პროვინცია | სანაპირო პროვინცია |
კუნძული მატერიკისგან და არქიპელაგში შემავალი კუნძულებისაგან გამოყოფილია ვიწრო სრუტეებით. კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი ქვიშიანია, სამხრეთი – ჭაობიანია. კლიმატი ეკვატორულია, დამახასიათებელი კენიის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროსათვის.
კუნძულს აქვს რამდენიმე მოხერხებული ყურე, ამის გამო გამოიყენება, როგორც პორტი ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან. ყველაზე უფრო ცნობილი დასახლებაა მანდა და ტაკვე.
კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე მანდის ნანგრევები აღმოაჩინა არქეოლოგმა ნევილ ჩიტიკმა 1965 წელს. შეფასების მიხედვით ქალაქის აყვავების ხანა მოიცავს X-XIII საუკუნეებს, რის შემდეგაც ქალაქი დაეცა. ქალაქის მოსახლეობა აღემატებოდა 3,5 ათ. მაცხოვრებელს.
მუსულმანური დასახლება კუნძულის სამხრეთ ნაწილში. დაარსდა დაახლ. 1500 წელს და მიტოვებულ იქნა დაახლ. 1700 წელს. ნანგრევები ცნობილი გახდა 1951 წელს ჯეიმზ კირკმანის მიერ. 1982 წელს ტაკვე გახდა კენიის ეროვნული ძეგლი.
კუნძული უკანსასკნელმა მაცხოვრებელმა მიატოვა XIX საუკუნეში. 1890 წლიდან კუნძული იჯარით აიღო ინგლისის აღმოსავლეთ-აფრიკულმა კომპანიამ.
კუნძული კენიის შემადგენლობაში შევიდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1963 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.