From Wikipedia, the free encyclopedia
მამუკა (მაკარ) თომას ძე ორბელიანი (დ. 1800 ― გ. 10 ნოემბერი [ძვ. სტ. 29 ოქტომბერი] , 1871, თბილისი) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.
გენერალ-მაიორ თამაზ ორბელიანის შვილი. სამხედრო სამსახური დაიწყო ერევნის კარაბინერთა ლეგიონში (1816). 1822-იდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში, რუსეთ-ირანის 1826–1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828–1829 ომებში. თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხისა და აწყურის ბრძოლებში. ყირიმის ომი (1853–1856) დროს ჯერ ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა (1853-იდან). ი. ორბელიანის რაზმში, 1855-იდან კი ყირიმის ფრონტზე, სადაც მეთაურობდა ჯერ პარტიზანთა, შემდეგ კი საგანგებო "მფრინავ რაზმს".
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.