From Wikipedia, the free encyclopedia
მალაკა (მალ. Melaka; ოფიციალურად მალაკის ისტორიული შტატი; მალ. Melaka Negeri Bersejarah) — შტატი მალაიზიაში. მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთ რეგიონში, მალაკის სრუტის ნაპირზე. დედაქალაქია მალაკა, რომელსაც ისტორიული ქალაქი ეწოდება[2] და 2008 წლის 7 ივლისიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.[3]
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
მალაკა | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | მალაკა | ||||
კოორდინატები | 2°12′00″ ჩ. გ. 102°15′03″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1948 | ||||
ფართობი | 1720 კმ² | ||||
მოსახლეობა | 998 400 (2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 06 | ||||
საფოსტო ინდექსი | 75000–78999 | ||||
საავტომობილო კოდი | M | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.melaka.gov.my | ||||
| |||||
ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შტატს ნეგერი-სემბილანი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ― ჯოჰორი. შტატის ექსკლავი, ტანჯუნგ-ტუანი, ნეგერი-სემბილანის ჩრდილოეთით მდებარეობს. დედაქალაქი მალაკა კუალა-ლუმპურიდან 148 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჯოჰორის უდიდესი ქალაქიდან, ჯოჰორ-ბაჰრუდან 235 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით და ჯოჰორის მეორე უდიდესი ქალაქიდან, ბატუ-პაჰატიდან, 95 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მდებაროებს.
შტატი ეთნიკური და რასობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მალაკის შტატის მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფებს შეადგენენ: მალაიები, მალაიზიელი ჩინელები, ინდოელები, პერანკანები, კრისტანგები და სხვ.[4][5][6]
მალაკის შტატის ფართობი 1 664 კმ²-ია.[7] მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, სუმატრის მოპირდაპირედ. ჩრდილოეთითა და დასავლეთით ნეგერი-სემბილანი მდებარეობს, ხოლო აღმოსავლეთით — ჯოჰორი. მდებარეობს კუალა-ლუმპურიდან 148 კმ-ით სამხრეთით. შტატს მალაკის სრუტის ცენტრალური ნაწილი ესაზღვრება. რამდენიმე ბორცვის გამოკლებით, მალაკა ძირითადად დაბლობებს მოიცავს და საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდა 50 მეტრის ტოლია.[8]
ტანჯუნგ-ტუანის ნახევარკუნძული (წარსულში ცნობილი როგორც რაჩადოს კონცხი) შტატის ექსკლავია, რომელიც ნეგერი-სემბილანის საზღვართან მდებარეობს. მალაკის შტატის მთავარი მდინარეებია: მალაკა, ლინგი და კესანგი. მდინარე მალაკა ჩრდილოეთიდან სამხრეთით შტატის ცენტრზე მიედინება. შტატის დასავლეთი საზღვარი მდინარე ლინგზე გადის, ხოლო მდინარე კესანი მალაკისა და ჯოჰორის აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს. მალაკის იურისდიქციის ქვეშაა 16 კუნძული, რომელთა შორის ყველაზე დიდია კუნძული ბესარი.[9]
მალაკის კლიმატი წლის მანძილზე ცხელი და ტენიანია და უხვი ნალექიანობით გამოირჩევა. ნალექიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბრიდან ნოემბრის შუალედში ფიქსირდება. დღის განმავლობაში ტემპერატურა 31-33 °C-ს (88 და 91 °F) შორის მერყეობს, ხოლო ღამით 23 °C-მდე (73 °F) ეცემა.[10]
ჰავის მონაცემები — Malacca (1961–1990) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 31.4 | 32.6 | 32.6 | 32.4 | 31.8 | 31.4 | 31.0 | 30.9 | 31.0 | 31.3 | 31.0 | 30.9 | 31.5 |
საშუალო დღიური °C | 27.0 | 27.8 | 27.9 | 27.9 | 27.6 | 27.2 | 26.9 | 26.8 | 26.9 | 27.1 | 27.0 | 26.8 | 27.2 |
საშუალო დაბალი °C | 22.5 | 22.9 | 23.1 | 23.4 | 23.4 | 23.0 | 22.7 | 22.7 | 22.7 | 22.9 | 22.9 | 22.6 | 22.9 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 73.3 | 90.9 | 144.1 | 197.5 | 172.0 | 165.8 | 164.2 | 164.1 | 210.2 | 212.9 | 231.5 | 123.8 | 1 950,3 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0 mm) | 7 | 7 | 10 | 13 | 12 | 10 | 12 | 12 | 13 | 14 | 17 | 11 | 138 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 193.0 | 202.5 | 214.8 | 207.5 | 210.5 | 193.9 | 201.3 | 191.2 | 171.5 | 179.6 | 156.9 | 166.8 | 2 289,5 |
წყარო: NOAA[10] |
მალაკა ერთ-ერთია მალაიზიის ოთხ შტატს შორის, რომელთაც მემკვიდრეობით დანიშნული მონარქები არ ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ შტატი მალაის უძველესი სასულთნოების ტერიტორიაზე მდებარეობს, 1511 წელს ადგილობრივი მონარქის ინსტიტუტი პორტუგალიელებმა გააუქმეს. მალაკის შტატის მეთაურია გუბერნატორი (იანგ დი-პერტუა ნეგერი), რომელსაც მალაიზიის მეფე (იანგ დი-პერტუან აგონგი) ნიშნავს. მალაკის ამჟამინდელი გუბერნატორია ალი რუსტამი, რომელმაც ოფისი 2020 წლის 4 ივნისს დაიკავა. პრაქტიკაში გუბერნატორს სიმბოლური და ცერემონიული მნიშვნელობა აქვს.[11]
მალაკის შტატს საკუთარი აღმასრულებელი საბჭო და საანონმდებლო ასამბლეა ჰყავს, რომელთაც მალაიზიის მთავრობასთან შედარებით შეზღუდული ძალაუფლება აქვთ. მალაკის შტატის საკანონმდებლო ორგანოა შტატის საკანონმდებლო ასამბლეა. ასამბლეა ერთპალატიანია და 28 წევრისგან შედგება.
2016 წელს მალაკის შტატის მოსახლეობა 931 210 ადამიანს შეადგენდა. საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 2%-ს უტოლდებოდა.[12][13] 2016 წლისთვის მოსახლეობის 27% 15 წლამდე ასაკის კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ხოლო 8% - 60 წელს გადაცილებულთა კატეგორიას.[14]2015 წელს მალაკის შტატის მოსახლეობის 66.8%-ს (552 700) მალაიები შეადგენდნენ, 1.4%-ს (11 500) — ბუმიპუტრები, 26%-ს (215 000) — ჩინელები, 6.2%-ს (51 400) — ინდოელები და ჩიტიები, 0.6%-ს (4 800) — სხვები.[15] მალაკის შტატის ცხოვრობენ კრისტანგები, ტემუანები და ნიდერლანდელები.
მალაკა მრავალენოვანი შტატია. შტატის ოფიციალური ენა მალაიური ენაა, რომელიც სამთავრობო და საჯარო სექტორებში გამოიყენება. ბიზნესისა და ტურიზმის სექტოორებში ინგლისური ენა გამოიყენება. ადგილობრივი მალაიური ენა, რომელიც მალაკური მალაიურის სახელითაა ცნობილი, მალაიური ენის უნიკალური სახესხვაობაა. უმცირესობის ენებია: ტელუგუ ენა, პენჯაბური ენა და სხვ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.