მალაიალამური ენა
სასაუბრო ენა ინდოეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
მალაიალამი (თვითდასახ. മലയാളം) — ინდოეთში მცხოვრები ხალხის მალაიალის ენა, მიეკუთვნება დრავიდულ ენებს. ენა სავარაუდოდ წარმოიშვა ძველი ტამილური დიალექტების ევოლუციის შედეგად. გამოიყოფა დიალექტები როგორც ტერიტორიული პრინციპით (სამხრეთის, ცენტრის, ჩრდილოეთის), ასევე სოციალურ-ეთნიკური პრინციპით (ბრაჰმანული, მუსულმანური და სხვა ჯგუფების).