From Wikipedia, the free encyclopedia
მალაგის ალყა — კათოლიკე მეფეების, ფერდინანდ II არაგონელისა და ისაბელ I კასტილიელის ერთობლივი მოქმედება მუსლიმების წინააღმდეგ. ალყა გაგრძელდა 7 მაისიდან 18 აგვისტომდე. ეს იყო პირველი ბრძოლა, რომლის დროსაც დაჭრილები ბრძოლის ველიდან გამოჰყავდათ ისაბელ I კასტილიელის მიერ ჩამოყალიბებული სასწრაფო დახმარების საშუალებით[1].
მალაგის ალყა | |||
---|---|---|---|
რეკონკისტის ნაწილი | |||
მალაგის ციხესიმაგრე აგებულია XI საუკუნეში ჰამუდიდების დინასტიის მიერ | |||
თარიღი | 7 მაისი — 18 აგვისტო, 1487 | ||
მდებარეობა | მალაგა, ესპანეთი | ||
შედეგი | ქრისტიანების გამარჯვება, ქალაქის დაბრუნება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
მალაგის ალყა ვიკისაწყობში |
წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ქალაქის წარმომადგენლებმა მალაგა ფერდინანდს გადასცეს. ქალაქი ჩაბარდა 1487 წლის 13 აგვისტოს. მალაგის ციხესიმაგრე კი 18 აგვისტოს. ციხესიმაგრის გარნიზონის მეთაური ალი დორდუქსი, იმ პირობით ჩაბარდა, რომ იგი და მისი ახლობელი 25 ოჯახი დარჩებოდა ხელუხლებელი და ისინი იქნებოდნენ მუდეხარები.
მალაგის აღება იყო ნასრიდების დინასტიისათვის უდიდესი დარტყმა. ფერდინანდ II არაგონელმა მკაცრი ზომები გაატარა მალაგის მავრი მმართველების წინააღმდეგ ხანგრძლივი წინააღმდეგობის პასუხად. მათი უდიდესი ნაწილი გადაასახლა, დაიმონა ან დახოცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.