From Wikipedia, the free encyclopedia
მაკრონუკლეუსი (ძველად ცნობილი როგორც მეგანუკლეუსი) წარმოადგენს უფრო დიდი ზომის ბირთვს წამწამიანებში. მაკრონუკლეუსები პოლიპლოიდურია და პირდაპირ იყოფა, მიტოზის გარეშე. იგი აკონტროლებს უჯრედის არარეპროდუქციულ ფუნქციებს, როგორიცაა მეტაბოლიზმი. კონიუგაციის დროს მაკრონუკლეუსი იშლება და მიკრონუკლეუსებთან კარიოგამიით წარმოიქმნება ახალი მაკრონუკლეუსი.
მაკრონუკლეუსი შეიცავს ასობით ათას ქრომოსომას, თითოეული წარმოდგენილია მრავალ ეგზემპლარად.[1][2] მაკრონუკლეუსს არ გააჩნია მექანიზმი, რომლითაც ბირთვის გაყოფის დროს აღნიშნული კომპლექსური გენომი ზუსტად გაიყოფა; ამრიგად, როგორ ახერხებს უჯრედი დაბალანსებული გენომის შენარჩუნებას უცნობია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.