![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/45/DeltaOkawango.jpg/640px-DeltaOkawango.jpg&w=640&q=50)
მაკგადიკგადი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაკგადიკგადი (ინგლ. Makgadikgadi Pan) — გაუდინარი ქვაბული ბოტსვანაში, სამხრეთი აფრიკა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/45/DeltaOkawango.jpg/640px-DeltaOkawango.jpg)
მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მეტრ სიმაღლეზე[1]. ქვაბულის დიდი ნაწილი უკავია მარილიან ტბებს — სოას და ნტვეტვეს, რომლებიც მშრალი სეზონის დროს გადაიქცევიან მლაშობ ნიადაგად. მაკგადიკგადი — ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი მლაშე ტბაა დედამიწაზე, მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია კალიუმის კარბონატის მარაგის მიხედვით. ქვაბულში მდებარეობს მდინარე ოკავანგოს დელტა.
როდესღაც ქვაბულში მდებარეობდა დიდი ტბა[2], რომელიც ფარავდა 80 000 კმ²-ზე უფრო მეტ ტერიტორიას და ჰქონდა 30 მეტრი სიღრმე. ტბაში ჩაედინებოდა ისეთი მდინარეები, როგორებიცაა: ოკავანგო, ზამბეზი, კუანდო. ტბამ დაშრობა დაიწყო დაახლოებით 10 000 წლის წინ.
მაკგადიკგადიში მდებარეობს ეროვნული პარკი.