From Wikipedia, the free encyclopedia
მაიმუნთა მეფე (სუნ ვუკონი; 孫悟空 / 孙悟空) — ლეგენდარული ფიგურა ჩინეთში, ყველაზე ცნობილია, როგორც XVI საუკუნის ჩინური რომანის „მოგზაურობა დასავლეთში (西遊記 / 西游记)“ და მისი სხვადაახვა ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. მაიმუნთა მეფე რომანის დაწერამდეც არსებობდა ჩინეთის ფოლკლორში, მისი პერსონაჟი შთაგონებულია მაიმუნის ღმერთის, ჰანუმანმას მიერ ინდური „რამაიანადან“ და ასევე სხვა წყაროებით . რომანში ის ქვისგან დაბადებული მაიმუნია, რომელიც ზებუნებრივ ძალებს იძენს დაოსისტური პრაქტიკების მეშვეობით. ის სამოთხეს წინააღმდეგ აჯანყდა და ბუდას მთის ქვეშ იყო დატყვევებული, შემდეგ მან გაიცნო ბერი ტანგ სუნზუნგი (唐三藏), რომელთანაც ერთად გაემგზავრა ბუდისტური სუტრების საპოვნელად დასავლეთში (ინდოეთის ნახევარკუნძული), სადაც ბუდა და მისი მიმდევრები ცხოვრობენ. სუნ ვუკონგი ზებუნებრივად ძლიერი და სწრაფია, შეუძლია სხვადასხვა ცხოველის და ნივთის ფორმის მიღება, ადამიანების ჯადოსნურად გაჩერება და ნაწილობრივი ამინდის მართვა. მისი თმა ჯადოსნურია და შეუძლია მისი კლომების ან სხვადასხვა იარაღის გამოძახენა. ასევე ის უძლიერესი მეომარია.
მაიმუნთა მეფე ინდური და ჩინური ფოლკლორის შერწყმად ითვლება. მისი შთაგონების მთავარ წყაროდ ითვლება ინდური ეპოსის „რამაიანას“ მაიმუნთა ღმერთი ჰამანმანა, რომელზეც ისტორიებს ჩინეთში ჩამოსული ბუდისტები ავრცელებდნენ. ჰამანმანა ქარის ღმერთის შვილია, მაიმუნთა მეფის დაბადების ისტორია კი ქვაზე ქარის დაბერვას აღწერს.
მის პერსონაჟზე ასევე გავლენა იქონია ლეგენდებმა თეთრ მაიმუნზე და, შესაძლოა, ფუჟოუს პროვინციის ხალხურმა რწმენამ მაიმუნ ღმერთებში. მისი ბუდისტური რელიგიური სტატუსი არ არის აღიარებული, მაგრამ ბუდისტების და არაბუდისტების შორისაც ის ძალზე პოპულარულია და კულტურულ გმირად ითვლება.
მაიმუნთა მეფე დაიბადა ქვისგან. ქვაზე ზეგავლენას ახდენს როგორც სამოთხეს პოზიტიური ენერგია, ასევე დედამიწის ნეგატიური, ამიტომ (დაოსისტური ფილოსოფიის თანახმად) მას ცოცხალი არსებების წარმოშობა შეუძლია ქვისგან ჩნდება კვერცხი, კვერცხზე უბერავს ქარი და იბადება მაიმუნი. ის უმეგობრდება მთის სხვა ცხოველებს, მაიმუნის სიმამაცის ჩვენების შემდეგ ისინი მას მეფედ აღიარებენ. ერთ-ერთი მისი მეგობარი კვდება და მაიმუნს უკვდავების საიდუმლოს გაგება უნდა. ხანგრლივი მოგზაურობის შემდეგ ის პოულობს დაოსისტ ბერს, რომელიც მას საიდუმლო ძალებს უმხელს, მათ შორის უკვდავებას. დრაკონთა მეფე მას უძლიერეს იარაღს აძლევს.
მიუხედავად ახალი ძალების მაიმუნი ალკოჰოლური მოწამლვისგან კვდება, მიწისქვეშა სამყაროში ის სკანდალით შლის თავის სახელს სიკვდილის წიგნიდან და დედამიწაზე ბრუნდება. ეს ამბავი შეიტყო სამოთხის იმპერატორმა და სამოთხეში ცხენების მომვლელად დანიშნა. თავისი პოზიციით უკმაყოფილო მაიმუნი დაუკითხავად დედამიწაზე ბრუნდება, ამარცხებს იმპერატორის ჯარს და თავის თავს „სამოთხის სწორად“ ასახელებს. ამისთვის და დაუმორჩილების ბევრი სხვა გამოვლენისთვის ბუდა მას მთის ქვეშ ატყვევებს. ხუთასი წლის შემდეგ მას ათავისუფლებს ბერი ტან სუნზუნგი, მაიმუნი მისი მოსწაბლე ხდება და მასთან ერთად დასავლეთში მიდის ბუდისტური სუტრების მოსაპოვებლად. მგზავრობისას ის მასწავლებელს იცავს, გზის ბოლოს დასავლეთის ბუდა მას „ყოვლისდამმარცხებელი ბუდის“ წოდებას აძლევს და მაიმუნი ციურ სტატუსს იღებს. მისი შემდგომი ბიოგრაფია ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მიუწვდომელია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.