მაიკ ფოგელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიკლ ჯეიმზ ფოგელი (ინგლ. Michael James Vogel; დ. 17 ივლისი, 1979)[1] — ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. ფოგელმა მსახიობობა 2001 წელს დაიწყო და მონაწილეობა მიიღო არაერთ ფილმსა და სერიალში, რომელთა შორისაა „ტეხასური ჟლეტა ხერხით“ (ინგლ. The Texas Chainsaw Massacre), „ჯინსის შარვალი — თილისმა“ (ინგლ. The Sisterhood of the Traveling Pants), „სკეიტბორდერები“ (ინგლ. Grind), „პოსეიდონი“ (ინგლ. Poseidon), „სევდიანი ვალენტინი“ (ინგლ. Blue Valentine), „მოსამსახურე“ (ინგლ. The Help), „ბეიტსის მოტელი“ (ინგლ. Bates Motel), „მონსტრო“ (ინგლ. Cloverfield), „გუმბათის ქვეშ“ (ინგლ. Under the Dome) და „საქმე ქრისტესათვის“ (ინგლ. The Case for Christ). ის მთავარ როლს ასრულებდა NBC-ის სამხედრო დრამატულ ტელესერიალში „მამაცნი“ (ინგლ. The Brave) 2017-2018 წლის სეზონებში.
მაიკ ფოგელი | |
---|---|
ფოგელი San Diego Comic-Con-ზე 2014 წლის ივლისში | |
დაბადების თარიღი |
17 ივლისი, 1979 (1979-07-17) (44 წლის) აბინგტონი, პენსილვანია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მოდელი |
აქტიური | 2001–დღემდე |
მეუღლე(ები) | კორტნი ფოგელი (იქ. 2003) |
შვილ(ებ)ი | 3 |