მაიამი ჰიტის სეზონები
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიამი ჰიტი (ინგლ. Miami Heat) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს, ქალაქ მაიამიში, ფლორიდის შტატში, აშშ. გუნდი არის წევრი სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს American Airlines Arena-ში, რომელიც დაბლითა მაიამიში მდებარეობს. გუნდის მფლობელი არის მიკი არისონი, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ სპოელსტრა, მენეჯერის პოსტზე კი პეტ რაილი არიან.
ჰიტი ლიგას 1988 წელს შეუერთდა, როგორც დამატებითი გუნდი. მაიამი ჰიტი ორლანდო მეჯიქთან ერთად წარმოადგენს ფლორიდის შტატს NBA-ში. დაარსებიდან მოყოლებული 24 სეზონის განმავლობაში, გუნდმა 16-ჯერ მოახერხა პლეიოფში თამაში, სადაც 9 დივიზიონის ტიტული, 3 აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონობა და ერთხელ კი NBA ჩემპიონის ტიტულს შეწვდა, როდესაც 2006 წელს დალას მევერიქსი 4-2 დაამარცხეს სერიებში.