From Wikipedia, the free encyclopedia
მადიდის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ბოლივიაში, ამაზონის ზემო აუზში, ლა-პასის დეპარტამენტის ტერიტორიაზე. შეიქმნა 1995 წელს. მისი ფართობი 18,958 კმ²-ია. მდებარეობს მანუს ეროვნული პარკის მომიჯნავედ და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს დაცულ ტერიტორიას.
მადიდის ეროვნული პარკი
Parque Nacional Madidi | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ლა-პასის დეპარტამენტი |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 12°30′00″ ს. გ. 67°30′00″ დ. გ. |
ფართობი | 18 958 კმ² |
დაარსდა | 1995 |
მმართველი ორგანო | Servicio Nacional de Áreas Protegidas (SERNAP) |
პარკი ერთდროულად მოიცავს როგორც მყინვარებით დაფარულ ანდების მწვერვალებს ასევე მდინარე ტუიჩის გასწვრივ არსებულ ტროპიკულ ტყეებს, ამიტომ, მადიდი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მსოფლიოში ბილოგიურად ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ტერიტორიად მიიჩნევა.
პარკის ტერიტორიაზე 1000 სახეობის ფრინველი ბინადრობს, მსოფლიოში სულ გავრცელებული 9000 სახეობის 11%.
საშუალო წლიური ტემპერატურა 26 Cº-ს შეადგენს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.