From Wikipedia, the free encyclopedia
მიწისძვრის მაგნიტუდა — ერჭეული, ენერგიის მახასიათებელი, რომელიც მიწისძვრის დროს გამოიყო სეისმიური ტალღების სახით. მაგნიტუდის პირველი სკალა 1935 წელს წარადგინა ამერიკელმა სეისმოლოგმა ჩარლზ რიხტერმა, ამიტომ ჩვეულებრივ მაგნიტუდას „რიხტერის სკალას“ უწოდებენ.
რიხტერის სკალა მოიცავს პირობით ერთეულებს (1-დან 9-ს ჩათვლით) - მაგნიტუდებს, რომლებიც სეისმოგრაფის მიერ რეგისტრირებული ძვრით გამოითვლება. ამ სკალას ხშირად მიწისძვრის ძალის შეფასების სკალას აიგივებენ (12 ბალიანი), რომელიც დაფუძვნებულია მიწისძვრის გარე გავლენით (ადამიანზე გავლენა, შენობებზე, ცხოველებზე, საგნებსა და სხვა ობიექტებზე). როდესაც მიწისძვრა ივლენს თავს, ჯერ რეგისტრირდება მისი მაგნიტუდა, რომელიც სეისმოგრაფის მიერ იზომება, და არა ინტენსივობა, რომელიც გაირკვევა მოგვიანებით, როდესაც მიიღებენ ინფორმაციას მოვლენებზე.
სწორი გამოყენება: „მიწისძვრა მაგნიტუდით 6,0“.
ძველი გამოყენება: „მიწისძვრა 6 ბალის სიმძლავრით რიხტერის შკალით“.
არასწორი გამოყენება: „მიწისძვრა 6 ბალის მაგნიტუდით“, „მიწისძვრა 6 ბალის მაგნიტუდით რიხტერის შკალით“.
რიხტერმა მიწისძვრის სიძლიერს (მის ეპიცენტრში) ათვლისთვის მეცნიერებს შესთავაზა ნემსას გადაადგილების ათობითი ლოგარითმი (მიკრომეტრებში) სტანდარტულ სეისმოგრაფში, რომელიც ეპიცენტრიდან 600 კილომეტრამდეა დაშორებული: სადაც f — მაკორექტირებელი ფუნქცია, რომელიც გამოითვლება ცხრილით, ეპიცენტრიდან დაშორებასთან დამოკიდებულებაში. მიწისძვრის ენერგია დაახლოებით პროპორციულია , ე.ი. მაგნიტუდის გაზრდა 1 ნიშნულით შეესაბამება ამპლიტუდის ზრდას 10-ჯერ და ენერგიის გაზრდას 32-ჯერ.
ამ სკალას გააჩნდა მნიშვნელოვანი ნაკლები:
რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რიხტერის სკალა დაიხვეწა. ამ მომენტისთვის არსებობს რამდენიმე შკალის წარმოშობილი, უმთავრესები მათ შორის არიან:
სივრცული ტალღების მაგნიტუდა
სადაც A — მიწის რხევის ამპლიტუდა (მიკრომეტრებში), T — ტალღის პეროიდი (წამებში), და Q — კორექცია, რომელიც ეპიცენტრიდან მანძილს D და კერის სირღმეს h ასახავს.
ეს შკალები ვერ მუშაობა ძლიერ მიწისძვრებთან. მისი პიკია - 8M.
1977 წელს სეისმოლოგმა ჰირო კანამორიმ წარადგინა მიწისძვრის ინტენსივობის პრინციპიალურად განსხვავებული შეფასება, რომელიც დაფუძვნებულია „სეისმიური მომენტის“ მცნებაზე.
სეისმიური მომენტი განისაზღვრება როგორც , სადაც
ასე რომ, სი-ს ერთეულებში სეისმური მომენტის ზომა Pa × м² × м = Н × м.
მაგნიტუდა კანამორის მიხედვით განისაზღვრება როგორც
სადაც M0 — სეისმური მომენტია, რომელიც გამოიხატება Н × м.
კანამორის სკალა კარგად ეხამება ადრინდელ შკალებს, როდესაც და საუკეთესოა ძლიერი მიწისძვრების შესაფასებლად.
გაზომვის რამდენიმე განსხვავებული სახეობა გვაძლევს იდეალურთან მიახლოვებულ ენერგეტიკულ სკალას:
სადაც E — მიწისძვრის ენერგია ჯოულებში.
სეისმური ენერგია, რომელიც 1 მეგატონის ბირთვული აფეთქებისას გამოიყოფა, 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ექვივალენტურია. აღსანიშნავია რომ აფეთქების ენერგიის მცირე ნეწილი გარდაიქმნება სეისმურ რხევებში.
ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.