მაგმური ქანებიმაგმის გაცივებისა და დაკრისტალების შედეგად წარმოქმნილი ქანები. მაგმის გაცივების პირობების მიხედვით არჩევენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს:

  • ეფუზიურს (ვულკანურს, ამონთხეულს), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება;
  • ინტრუზიულს (სიღრმულს), როდესაც მაგმა დედამიწის ქერქის სიღრმეში ცივდება.
Thumb
მაგმური ქანი

ვულკანური ქანები ლავის სწრაფი გაცივების გამო წვრილკრისტალურია, ხშირ შემთხვევაში ჭარბად შეიცავს მინას. ინტრუზიული ქანები დედამიწის ქერქის სიღრმეში მაგმის ნელი გაცივების გამო სრულკრისტალური და მსხვილმარცვლოვანია.

მაგმური ქანები, ჩვეულებრივ, სილიკატური შედგენილობისაა, მათი მთავარი კომპონენტის — SiO2-ის შემცველობის მიხედვით განარჩევენ ულტრაფუძე ქანებს, ფუძე ქანებს, საშუალო მჟავიანობის ქანებს, მჟავა ქანებს; ზოგი მკვლევარი გამოჰყობს აგრეთვე ულტრამჟავა ქანებს, რომლებიც შეიცავენ 75 % მეტ SiO2-ს.

ტუტე ელემენტების (Na,K) შემცველობის მიხედვით, ქანების ჩამოთვლილ ჯგუფებში, განასხვავებენ ნორმალური და ტუტე რიგის მაგმურ ქანებს. მაგმურ ქანებთან დაკავშირებულია სხვადასხვაგვარი სასარგებლო წიაღისეული. მაგალითად: მჟავა ქანებთან გვხვდება კალა, ვოლფრამი, ოქრო; ფუძესთან — სპილენძი, ტიტანი; ულტრაფუძესთან — პლატინა, ნიკელი, ქრომი; ტუტესთან — აპატიტი, იშვიათად მიწათა ელემენტები და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • შენგელია დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983.  გვ. 325.
  • Заварицкий А. Н., Изверженные горные породы, М., 1955.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.