მაგიდის ჩოგბურთი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაგიდის ჩოგბურთი, აგრეთვე ცნობილი, როგორც პინგ-პონგი — ორი, ან ოთხი მოთამაშისთვის განკუთვნილი სპორტის სახეობა. ზაფხულის სპორტის ამ სახეობას სპეციალურ მაგიდაზე თამაშობენ, რომელიც ბადით ორ ნაწილადაა გაყოფილი. გარდა ინდივიდუალური გამონაკლისი შემთხვევებისა, თამაშის წესები შემდეგში მდგომარეობს: მოთამაშეებმა ჩოგნით ბურთი ისე უნდა მოაწოდონ, რომ მაგიდის საკუთარ ნახევარზე მხოლოდ ერთხელ დაეცეს, შემდეგ კი მოწინააღმდეგის ნახევარზე. მოთამაშეს ქულა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ — 1. მეტოქის ნახევარზე ბურთი ორჯერ დავარდება (თუმცა პროფესიონალურ მაგიდის ჩოგბურთში ეს იშვიათია); 2. მეტოქის ნახევარზე ბურთის დაცემის შემდეგ მოწინაარმდეგე ამ უკანასკნელს მეორე მოთამაშეს ვერ გაუგზავნის. 3. თუ მეტოქის მიერ მოწოდებული მეორე მოთამაშის ნახევარზე არ დაეცემა (ანუ, თუ მეორე მოთამაშის ნახევარს ასცდება ან ბადეზე მოხვედრისას, კვლავ მომწოდებლის მხარეს დაეცემა). თამაში ძალიან სწრაფია და კიდევ უფრო სწრაფ რეაქციას მოითხოვს.
უმაღლესი ორგანო | მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია |
---|---|
ტიპი | სპორტის სახეობა |
აღჭურვილობა | table tennis racket, table tennis ball და table for table tennis |
ქვეყანა/რეგიონი | ინგლისი |
მოთამაშეების მინიმალური რაოდენობა | 2 |
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა | 4 |
მაგიდის ჩოგბურთის საერთოაშორისო წესებსა და სტანდარტებს ადგენს მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია(ITTF), რომელიც 1926 წელს დაარსდა. მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია 220 წევრ აოციაციას მოიცავს. მაგიდის ჩოგბურთის ოფიციალური წესები წარმოდგენილია მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაის სახელმძღვანელოში. სპორტის ეს სახეობა რამდენიმე კატეგორიით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1988 წელს შეიტანეს. 1988 წლიდან 2004 წლამდე მაგიდისჩოგბურთის ჩემპიონატი მამაკაცთა ინდივიდუალურ, ქალთა ინდივიდუალურ, მამაკაცთა წყვილ და ქალთა წყვილ კატეგორიებში ტარდებოდა. 2008 წლიდან წყვილთა კატეგორიები გუნდურმა ღონისძიებებმა ჩაანაცვლა.