From Wikipedia, the free encyclopedia
მაგასი (რუს. Мага́с) — ინგუშეთის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაცია) დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე სუნჟაზე, ქალაქ ნაზრანის სამხრეთით 4 კმ-ზე. მაგასის მოსახლეობაა 8 771 კაცი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მაგასი Магас | |||||
ინგუშეთის პრეზიდენტის რეზიდენცია მაგასში | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ინგუშეთი | ||||
კოორდინატები | 43°10′00″ ჩ. გ. 44°49′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Q130336989? | ||||
დაარსდა | 1995 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 2000 | ||||
ფართობი | 12,63[1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 600 მ | ||||
მოსახლეობა | 8 771 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 694,46 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ინგუშები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 87345 | ||||
საფოსტო ინდექსი | 386001 | ||||
ოფიციალური საიტი | magas.ru | ||||
ქალაქი 1995 წელს რესპუბლიკის იმჟამინდელი პრეზიდენტის რუსლან აუშევის ინიციატივით დაარსდა როგორც ინგუშეთის მომავალი დედაქალაქი. სახელწოდება შეირჩა ალანიის შუა საუკუნეების ცენტრის მიხედვით, რომელიც, ერთი ვერსიით, თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. 2002 წლის დეკემბრისთვის მაგასის ახალაშენებულ მდიდრულ შენობებში ნაზრანიდან გადაინაცვლა პრეზიდენტისა და მთავრობის რეზიდენციებმა. ქალაქს ემსახურება რკინიგზის სადგური და აეროპორტი; აქვე გადის ფედერალური მნიშვნელობის ავტომაგისტრალი „კავკასია“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.