![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Vrchol_Lu%25C5%25BEe_v_zim%25C4%259B.jpg/640px-Vrchol_Lu%25C5%25BEe_v_zim%25C4%259B.jpg&w=640&q=50)
ლუჟიცის მთები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუჟიცის მთები (ჩეხ. Lužické hory; გერმ. Lausitzer Gebirge) — სუდეტის მთების ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი, გერმანიაში და ჩეხეთში. სიმაღლე 793 მ-მდე (მთა ლაუშე). სიგრძე დაახლოებით 120 კმ. აგებულია გრანიტებითა და ქვიშაქვებით, ზოგან ბაზალტის კონუსური გუმბათებია. უმთავრესად დაბალი სერები და ქედებია, კალთები დანაწევრებულია, მწვერვალები — მოსწორებული. თხემზე გადის ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყალგამყოფი. შემოსილია შერეული და წიწვოვანი ტყეებით, მთის მდელოებით.
სწრაფი ფაქტები ლუჟიცის მთები ...
ლუჟიცის მთები | |
---|---|
![]() ლუჟიცის მთები | |
კოორდინატები: 50°50′56″ ჩ. გ. 14°38′49″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | ლაუშე |
სიმაღლე | 793 მ |
სიგრძე | 120 კმ |
დახურვა