ლუკიანე
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუკიანე — VI საუკუნის I ნახევრისა და შუა წლების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფეთაგანი. დავით გარეჯელის თხოვნით დააარსა გარეჯის მრავალმთის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი. ლუკიანეს შესახებ ცნობები დაცულია „დავით გარეჯელის ცხოვრების“ რედაქციებში. მისი მოღვაწეობის ეპიზოდები ფართოდ აისახა ქართულ იკონოგრაფიაში.