ლუკე (პარაგვაი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუკე (ესპ. Luque) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში, დიდი ასუნსიონის მეტროპოლიური არეალის ნაწილი. 1868 წელს, პარაგვაის ომების დროს, იგი ქვეყნის დედაქალაქი იყო. წარმოადგენს მეტროპოლიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქს. ემსახურება სილვიო პეტიროსის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი აეროპორტია ქვეყანაში. აქვე მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) შტაბ-ბინა.[2][3][4]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლუკე Luque | |||
სილვიო პეტიროსის საერთაშორისო აეროპორტი | |||
| |||
ქვეყანა | პარაგვაი | ||
დეპარტამენტი | ცენტრალურიცენტრალური დეპარტამენტი (პარაგვაი)|ცენტრალური | ||
კოორდინატები | 25°16′12″ ს. გ. 57°29′14″ დ. გ. | ||
დაარსდა | 1781 | ||
ფართობი | 188,43 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 120 მ | ||
მოსახლეობა | 291 225 კაცი (2007) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 021 | ||
საფოსტო ინდექსი | 110901–110957[1] | ||
ოფიციალური საიტი | http://infoluque.com.py/ | ||
დახურვა
ლუკეში დაიბადა პარაგვაელი ფეხბურთელი ხოსე ლუის ჩილავერტი.[5][6]
ქალაქში აწარმოებენ გიტარებს და პარაგვაუ არფებს, ასევე ოქროსა და ვერცხლის ფილიგრანულ იუვილერიას.