რაინის ლუდვიგსჰაფენი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაინის ლუდვიგსჰაფენი (გერმ. Ludwigshafen am Rhein) — ქალაქი გერმანიაში, რაინლანდ-პფალცის მხარეში. მდებარეობს მდინარე რაინზე, ქალაქ მანჰაიმის მოპირდაპირედ. ამ უკანასკნელთან, ჰაიდელბერგთან და შემოგარენ რეგიონთან ერთად ქმნის რაინ-ნეკარის მეტროპოლიურ არეალს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რაინის ლუდვიგსჰაფენი Ludwigshafen am Rhein | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | რაინლანდ-პფალცირაინლანდ-პფალცი | ||||
შიდა დაყოფა | Friesenheim, Ludwigshafen-Gartenstadt, Maudach, Mundenheim, Ludwigshafen-Nördliche Innenstadt, Oppau, Oggersheim, Rheingönheim, Ruchheim და Ludwigshafen-Südliche Innenstadt | ||||
კოორდინატები | 49°28′52″ ჩ. გ. 8°26′07″ ა. გ. | ||||
მერი | Jutta Steinruck | ||||
ფართობი | 77.43 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 96±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 174 265 (31 დეკემბერი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0621 და 06237 | ||||
საფოსტო ინდექსი | 67059, 67060, 67061, 67062, 67063, 67064, 67065, 67066, 67067, 67068, 67069, 67070 და 67071 | ||||
საავტომობილო კოდი | LU | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.ludwigshafen.de | ||||
დახურვა
ლუდვიგსჰაფენი ცნობილია თავის ქიმიური მრეწველობით. კულტურულ შესაძლებლობებს შორისაა რაინლანდ-პფალცის საფილარმონიო გერმანული ორკესტრი. ამ ქალაქში დაიბადნენ გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი და ფილოსოფოსი ერნსტ ბლოხი.