ლუგოს მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუგოს პროვინცია შედის გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 67 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ლუგოს მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 13 კომარკაში: ტერა-ჩა (9 მუნიციპალიტეტი), ლუგო (8), სარია (7), ლა-მარინია-სენტრალი (6), ლოს-ანკარესი (6), ტერა-დე-ლემოსი (6), ლა-მარინია-ოქსიდენტალი (5) ლა-მარინია-ორიენტალი (4), მეირა (4), ულოა (3), ფონსაგრადა (3), ჩანტადა (3) და კიროგა (3).[3]
ლუგოს პროვინციის ფართობია 9856 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 329 587 მაცხოვრებელს.[4] დედაქალაქია ლუგო, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ფონსაგრადა (438,45 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — რაბადე (5,2 კმ²)[5].