ლორი მეტკალფი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლორა ელიზაბეტ მეტკალფი (ინგლ. Laurie Elizabeth Metcalf; დ. 16 ივნისი, 1955) — ამერიკელი მსახიობი. 40 წლიანი კარიერის განმავლობაში, იგი მრავალი ჯილდოს და ნომინაციის მფლობელი გახდა. მან მოიგო სამი პრაიმტაიმ ემის ჯილდო, ორი ტონი პრემია და ნომინირებული იყო როგორც ოსკარზე, ასევე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოვებაზე.
ლორი მეტკალფი | |
---|---|
ლორი მეტკალფი | |
დაბადების სახელი | ლორა ელიზაბეთ მეტკალფი |
დაბადების თარიღი |
16 ივნისი, 1955 (1955-06-16) (68 წლის) ილინოისი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1974-დღემდე |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 4 |
მეტკალფმა კარიერა სტეპენვოლფის თეატრალურ კომპანიაში დაიწყო, ხშირად მუშაობს ჩიკაგოს თეატრში სცენაზე გამოსვლისთვისა და ბროდვეის თეატრში მუშაობისთვის, მეტკალფმა მიიღო ექვსი ტონი პრემიის ნომინაცია, მათ შორის, 2017 წელს მოიგო ტონის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის სპექტაკლში.
მან დიდი ყურადრება მიიპყრო ჯეკი ჰარისის როლის შესრულებით სიტკომში, როუზანი (1988-1997, 2018) და ქონერები (2018-დღემდე), რომლისთვისაც მან მოიგო სამი პრაიმტაიმ ემის ჯილდო კომედიური სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის (1992-1994). ის სულ თერთმეტჯერ ნომინირდა ემის ჯილდოზე. გარდა ამისა, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა სერიალებშიც, მათ შორის არის: 3rd Rock from the Sun, ნორმალური შოუ, ფრეზიერი, სასოწარკვეთილი დიასახლისები და დიდი აფეთქების სერიალი. მან მთავარი როლი შეასრულა HBO-ს კომედიურ სერიალში მიგიღონ იქ (2013–2015), რისთვისაც მან მიიღო კრიტიკოსთა მოწონება და პრაიმტაიმ ემის ჯილდო[1]. ასევე ითამაშა სერიალის, ''ჰორასი და პიტის'' ერთ-ერთ ეპიზოდში.
მეტკალფმა ითამაშა მრავალ ფილმში და ცნობილია თავისი კრიტიკულად აღიარებული გამოსვლით, გრეტა გერვიგის კომედიურ-დრამატულ ფილმში "ლედი ბერდი", რომლისთვისაც იგი ნომინირებული იყო აკადემიის ჯილდოზე, ოქროს გლობუსის პრემიაზე, SAG ჯილდოსა და BAFTA პრემიაზე. 1995 წლიდან იგი ახმოვანებს მისის დევის, ანიმაციურ ფილმების სერიაში, სათამაშოების ისტორია.