ლორინ უილიამსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლორინ უილიამსი (დ. 11 სექტემბერი, 1983) — ამერიკელი სპრინტერი და ბობსლეიერი.[3] იგი იყო ოქროს მედალოსანი 100 მეტრზე სპრინტში 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მძლეოსნობაში და ვერცხლის მედლები მოიპოვა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და 2006 წლის მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციiს მსოფლიო ჩემპიონატზე შიდა სივრცეში. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა წყვილების ბობსლეიში.
![]() | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 სექტემბერი, 1983(1983-09-11)[1] [2] (40 წლის) |
დაბ. ადგილი | Rochester |
სიმაღლე | 160 |
წონა | 60 |
საიტი | lauryn-williams.com |
ქვეყანა | აშშ |
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4c/LaurynWilliams.jpg/640px-LaurynWilliams.jpg)
2002 წელს იგი გახდა მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში. მოიგო 100 მ სპრინტი 2003 წლის პანამერიკულ თამაშებზე და მოიპოვა კოლეჯის ეროვნული სპორტული ასოციაციის ტიტული მაიამის უნივერსიტეტისთვის მომდევნო წელს. იგი ასევე იყო ამერიკის 4×100 მეტრზე ესტაფეტის გუნდის შემადგენლობაში, სადაც მოიგო ოქროს მედლები 2005 და 2007 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.
უილიამსი არის ექვსი სპორტსმენიდან ერთ-ერთი, რომელმაც მოიგო მედალი როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ასევე პირველი ამერიკელი ქალია, რომელმაც ეს მოახერხა.[4]