ლორა ბეილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლორა ბეილი (ინგლ. Laura Bailey დ. 28 მაისი, 1981, მისისიპი, აშშ) — ამერიკელი გამხმოვანებელი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა ანიმეში Dragon Ball Z. მისი სხვა ნამუშევრებია: Emily / Glitter Lucky in Glitter Force, Tohru Honda in Fruits Basket, Lust in Fullmetal Alchemist და Fullmetal Alchemist: Brotherhood.
ლორა ბეილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 მაისი, 1981 (1981-05-28) (42 წლის) მისისიპი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1999-დღემდე |
ვიდეო თამაშებში ბეილიმ გაახმოვანა რეინი BloodRayne-ში, კირა კარსენი ვარსკვლავურ ომებში: ძველი რესპუბლიკა, ჯაინა პრადმური World of Warcraft-ში, Rise Kujikawa Persona 4-ში, ქალი გმირი Persona 3 Portable-ში, ჩუნ-ლი Street Fighter-ში, სერა ფარონი Final Fantasy XIII-ში, სერენა The Elder Scrolls V: Skyrim – Dawnguard-ში,ორიანა ლოუსონი Mass Effect 3-ში, ლუჩინა Fire Emblem Awakening-ში, Aაბიგაილ ვოლკერი Famous Second Son-სა და First Light-ში, ფიონა Tales from the Borderlands-ში. 2020 წელს მან ითამაშა ები ანდერსონის როლი ვიდეო თამაშში The Last of Us Part II, რისთვისაც მან მოიპოვა BAFTA ჯილდო მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის და The Game Awards საუკეთესო შესრულებისთვის.
ბეილიმ გაახმოვანა ქალი კატა Batman: The Telltale Series-ში, სუპერგოგონე injustice 2-ში, მერი ჯეინ ვოტსონი Spider-Man-ში და შავი ქვრივი Marvel-ის ბევრ პროექტში, მათ შორისაა სატელევიზიო შოუ Avengers Assemble და 2020 წლის ვიდეო თამაში Avengers.