ლონდონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლონდონი (ინგლ. London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. 2021 წლის მონაცემებით, ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,961,989 ადამიანს, აქედან 3,535,700 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 14,257,962 ადამიანი.
ტერმინს „ლონდონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლონდონი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ლონდონი London | |||||
ლონდონის პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო | ||||
---|---|---|---|---|---|
რეგიონი | ინგლისიინგლისი | ||||
შიდა დაყოფა | 33 ოლქი | ||||
კოორდინატები | 51°30′00″ ჩ. გ. 0°07′00″ ა. გ. | ||||
მერი | სადიქ ამან ხანი[1] | ||||
დაარსდა | 47[2] | ||||
ადრეული სახელები | ლონდინიუმ, ლიუნდენბურგი | ||||
ფართობი | 1579 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 15 მეტრი, 11 მეტრი, 36 ფუტი | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
მოსახლეობა | 8,961,989 კაცი (2019) | ||||
სიმჭიდროვე | 5,666 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 14,257,962 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +44 20 | ||||
საფოსტო ინდექსი | E, EC, N, NW, SE, SW, W, WC, BR, CM, CR, DA, EN, HA, IG, KT, RM, SM, TN, TW, UB და WD | ||||
ოფიციალური საიტი | london.gov.uk | ||||
ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდინიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია სიტი. დაახლოებით, XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტი, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს შეიქმნა ე.წ. დიდი ლონდონი.
ლონდონმა სამჯერ (1908, 1948 და 2012 წლებში) უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.
ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან — ერთ-ერთი. მას წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაშიც. ქალაქს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში მსოფლიოში ყველაზე ბევრი — 480 უცხოური ბანკია. ჟურნალმა „ნიუ-იორკ“ ლონდონს XXI საუკუნის „მსოფლიოს დედაქალაქი“ უწოდა.