From Wikipedia, the free encyclopedia
ლოკუსი — ქრომოსომის, გენის ლოკალიზაციის ადგილი ქრომოსომაში. ლოკუსის დადგენა, ე. ი. იმის გამორკვევა, თუ რომელ ჰომოლოგიურ ქრომოსომაში და მის რომელ უბანზეა გენი, ხდება გენეტიკური ანალიზის საშუალებით. ზოგიერთი მიკროორგანიზმის ქრომოსომაში გენები, რომლებიც განსაზღვრულ ბიოქიმიურ პროცესს აკონტროლებენ, ერთიმეორის მეზობლადაა განლაგებული. ლოკუსები განეწყობიან ისეთი თანმიმდევრობით, როგორითაც ბიოსინთეზის რეაქცია მიმდინარეობს. ანალოგიური მოვლენა ეუკარიოტებში არა არის დადგენილი. ტერმინი ლოკუსი ზოგჯერ გენისა და ცისტრონის მაგივრადაც იხმარება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.