![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/85/%25E9%25A6%2599%25E6%25B8%25AF%25E6%2594%25AF%25E8%2581%25AF%25E6%259C%2583%25E8%2581%2596%25E8%25AA%2595%25E7%25AF%2580%25E9%2581%258A%25E8%25A1%258C%25E5%2589%258D%25E5%25BE%2580%25E4%25B8%25AD%25E8%2581%25AF%25E8%25BE%25A6%25E8%25A6%2581%25E6%25B1%2582%25E9%2587%258B%25E6%2594%25BE%25E5%258A%2589%25E6%259B%2589%25E6%25B3%25A2.png/640px-%25E9%25A6%2599%25E6%25B8%25AF%25E6%2594%25AF%25E8%2581%25AF%25E6%259C%2583%25E8%2581%2596%25E8%25AA%2595%25E7%25AF%2580%25E9%2581%258A%25E8%25A1%258C%25E5%2589%258D%25E5%25BE%2580%25E4%25B8%25AD%25E8%2581%25AF%25E8%25BE%25A6%25E8%25A6%2581%25E6%25B1%2582%25E9%2587%258B%25E6%2594%25BE%25E5%258A%2589%25E6%259B%2589%25E6%25B3%25A2.png&w=640&q=50)
ლიუ სიაობო
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიუ სიაობო (გამარტივებული ჩინური 刘晓波; ტრადიციული ჩინური 劉曉波; დ. 28 დეკემბერი, 1955 — გ. 13 ივლისი, 2017) — ჩინელი ინტელექტუალი, მწერალი, ადამიანის უფლებათა აქტივისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და პოლიტიკური პატიმარი ჩინეთში. 2017 წლის 26 ივნისს დაუდგინდა ღვიძლის სიმსივნე, რის შედეგადაც გარდაიცვალა ამავე წლის 13 ივლისს[21].
ლიუ სიაობო | |
---|---|
ჩინ.: SHIQUEN NAGEE | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 28 დეკემბერი, 1955(1955-12-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ჩანჩუნი[7] |
გარდაცვალების თარიღი | 13 ივლისი, 2017(2017-07-13)[8] [1] [2] [3] [4] [6] (61 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | First Hospital of China Medical University |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | Jilin University, პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი, პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი, პეკინის უნივერსიტეტი და High School Attached to Northeast Normal University |
მეუღლე/ები | Liu Xia[9] [10] |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[11] [12] , ჰერმან კესტენის პრემია[13] , Homo Homini Award[14] , One Humanity Award[15] , ჯუზეპე მოტას მედალი, PEN Barbara Goldsmith Freedom to Write Award[16] , Fondation de France Prize for press freedom defender[17] და Human Rights Press Award[18] [19] [20] |
1980-იან წლებში, ლიუ ლიტერატურულ წრეებში კრიტიკით გახდა ცნობილი. შედეგად, მიიწვიეს საზღვარგარეთის რამდენიმე უნივერსიტეტში. სამშობლოში დაბრუნებული ტიანანმენის მოედანზე გამართული საპროტესტო აქციებისას დააპატიმრეს. პირველად ციხეში ჩასვეს 1989 წელს ივნისში. მეორედ დაიჭირეს 1995-1996 წელს, შემდეგ კი მესამედ - 1996-1999 წლებში. 2003-2007 წლებში ლიუ სიაობო იყო ჩინური „პენ ცენტრის“ დირექტორი, ასევე გახლდათ ჟურნალ „დემოკრატიული ჩინეთის“ პრეზიდენტი. 2008 წლის 8 დეკემბერს ლიუ ქარტიის მანიფესტში მონაწილეობის გამო უკვე მეოთხედ დაიჭირეს და ოფიციალურად 2009 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს. სახელმწიფო ედავებოდა ხელისუფლების დაუმორჩილებლობის წაქეზებას. იგივე ბრალდებით, 2009 წლის 23 დეკემბერს, ლიუს მიუსაჯეს 11 წელი, ხოლო ორი დღის შემდეგ დაუმატე 2 წელი პოლიტიკური დაუმორჩილებლობისთვის. მეოთხე საპატიმრო პერიოდისას ლიუს, 2010 წელს, მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისთვის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისათვის ჩინეთში“.
ლიუ იყო ჩინეთის პირველი მოქალაქე, რომელიც ნობელის პრემიით დააჯილდოვეს, ხოლო მესამე ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც აღნიშნული ჯილდო ციხეში გადასცეს, გერმანელ - კარლ ფონ ოსეცკისა (1935 წ.) და სამხრეთ აზიელ აუნ სან სუ ჩის (1991 წ.) შემდეგ. ლიუ იყო მეორე ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე პატიმრობაში დაასრულა და ამავდროულად ნობელის პრიემია ჰქონდა მინიჭებული. (პირველი იყო კარლ ფონ ოსეცკი, რომელიც გარდაიცვალა შარლ-ოტერნბურგის ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში). ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავჯდომარემ ბერიტ რეიზ-ანდერსენმა დაადანაშაულა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი მის გარდაცვალებაში და თქვა, რომ ლიუმ დიდი წვლილი შეიტანა ხალხთა ძმობაში, მისი არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევით, რომელიც მჩაგვრელ რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა.