From Wikipedia, the free encyclopedia
დამატ ჩელები ლიუთფი-ფაშა (თურქ. Damat Çelebi Lütfi Paşa; დ. 1488 — გ. 27 მარტი, 1564) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1539 წლიდან 1541 წლის ჩათვლით. სულთან სულეიმანის სიძე (დამატი).
დამატ ჩელები ლიუთფი-ფაშა | |
---|---|
Damat Çelebi Lütfi Paşa | |
ოსმალეთის 33-ე დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ივლისი, 1539 |
მმართ. დასასრული: | 1541 |
წინამორბედი: | აიას მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ჰადიმ სულეიმან-ფაშა |
სულთანი: | სულეიმან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1488 |
დაბ. ადგილი: | ალბანეთი |
გარდ. თარიღი: | 27 მარტი, 1564 |
გარდ. ადგილი: | დიდიმოტიკა |
მეუღლე: | შაჰ სულთანი |
შვილები: |
ესმეჰან ბაჰარნაზ სულთანი ნესიჰან სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ლიუთფი-ფაშა დაიბადა 1475-1480 წლებს შორის. ნამდვილი წარმოშობა უცნობია. მაგრამ იგი ალბანელად ითვლება.[1][2] ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მოხვდა ედირნეს სასახლეში, სადაც განათლება მიიღო.
ლიუთფი-ფაშა დანიშნული იყო სანჯაყ-ბეიდ კასთამონუში, ბეილერბეიდ კარამანში, ანატოლიაში და სირიაში. მიიღოი მონაწილეობა სულთან სულეიმანის ლაშქრობებში: ბენგრადის, როდოსის, უნგრეთის, ვენის და ბაღდადის ლაშქრობებში. 1534 წელს ლიუთფი-ფაშა დაინიშნა რუმელიის ბეილერბეიდ. 1537 წელს მან ასევე მონაწილეობა მიიღო იტალიისა და ვენეციის ომში.
1539 წელს სულეიმანმა ლიუთფი-ფაშა დედაქალაქში იხმო, მას შემდეგ, რაც დიდი ვეზირი აიას მეჰმედ-ფაშა ეპიდემიამ იმსხვერპლა. 1539 წლის 13 ივლისს ფაშა ოფიციალურად დამტკიცდა დიდი ვეზირის პოსტზე, რომელიც 1541 წლამდე შეინარჩუნა. 1541 წელს შაჰ სულთანი ლიუთფი-ფაშას გაშორდა, რის შემდეგაც იგი მოიხსნა პოსტიდან და დიდიმოტიკაში გაიგზავნა.
1523 წელს ლიუთფი-ფაშა დაქორწინდა სულეიმან დიდებულის დაზე - შაჰ სულთანზე. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ ორი ქალიშვილი - ესმეჰან ბაჰარნაზ სულთანი და ნესლიჰან სულთანი. 1541 წელს შაჰ სულთანი გაშორდა ლიუთფი-ფაშას მათ შორის მომხდარი ინციდენტის გამო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.