ლინდა დარნელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლინდა დარნელი (ინგლ. Linda Darnell; დ. 16 ოქტომბერი, 1923 — გ. 10 აპრილი, 1965) — ამერიკელი მსახიობი. ბავშვობიდან მოდელობდა, შემდეგ კი სამსახიობო კარიერა განაგრძო. დედის ძალისხმევით იგი პირველად ფილმში გადაიღეს 1939 წელს, და გამოჩნდა მეორეხარისხოვანი როლებით დიდი ბიუჯეტის მქონე ფილმებში, ფილმები წარმოებული იყო ამერიკული ფილმის სტუდიის, „20th Century Fox“-ის მიერ. ტაირონ ფოუვერთან ერთად თამაშობდა სათავგადასავლო ფილმებში. 1947 წელს გადაიღეს ამერიკულ რომანტიკულ დრამაში, „სამუდამოდ ამბერი“, სადაც მან მთავარი როლი ითამაშა. 1948 წელს ითამაშა ამერიკულ შავ-კომედიაში „მხოლოდ თქვენი“, ხოლო 1949 წელს მონაწილეობა მიიღო ამერიკულ რომანტიკულ დრამაში, „წერილი სამ ცოლს“, ამ ფილმებში შესრულებული როლებით მან კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
სწრაფი ფაქტები ლინდა დარნელი, დაბადების სახელი ...
ლინდა დარნელი | |
---|---|
დარნელი 1940-იან წლებში | |
დაბადების სახელი | მონეტა ილოიზა დარნელი |
დაბადების თარიღი |
16 ოქტომბერი, 1923 დალასი, ტეხასი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
10 აპრილი, 1965 (1965-04-10) (59 წლის) ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1939–1965 |
მეუღლე(ები) |
პევერელ მარლი (იქ. 1943–51) ფილიპ ლიბმენი (იქ. 1954–55) მერლი როი რობერტსონი (იქ. 1957–63) |
შვილ(ებ)ი | 1 |
დახურვა