From Wikipedia, the free encyclopedia
ლილი პონსი (ინგლ. Lele Pons), სრული სახელია ელეონორა გაბრიელა პონს მარონეზე (ესპ. Eleonora Gabriela Pons Maronese; დ. 25 ივნისი, 1996, კარაკასი, ვენესუელა) – ამერიკელი ინტერნეტ ვარსკვლავი, მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, მოდელი და ბლოგერი. მისი კარიერა 2014 წელს დაიწყო YouTube-ზე. დღეისათვის YouTube-ზე მას 15,7 მილიონი, ხოლო Instagram-ზე 38,6 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ლილი პონსი დაიბადა 1996 წელს კარაკასში. მისი მშობლები არიან ლუის პონსი და ანა მარონეზე, რომელთაც მის შემდეგ კიდევ ერთი გოგონა: რაკილი გაუჩნდათ. როდესაც ლილი ხუთი წლის იყო პონსების ოჯახი აშშ-ში, კერძოდ მაიამიში გადასახლდა. 2015 წელს დაამთავრა მაიამის საშუალო სკოლა და უმაღლესი განათლების მისაღებად ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში გადასახლდა. მისი განცხადებების მიხედვით ლილის სკოლაში მეგობრების გაჩენა ძალიან უჭირდა, რაზეც განაცხადა: „მე არ მომწონს მაგარი გოგონები – მე სხვანაირი გოგო ვარ. მე ვარ ის, ვინც ძირითადად ნერვიულობს ხოლმე, თუმცა ბოლოს ამაყობს ამით[1].“
პონსმა თავისი კარიერა 2014 წელს, ექვსწამიანი ვიდეოთი დაიწყო, რომელიც Vine-ს ფორმატით გადაიღო. მისი თქმით, მან ვიდეოების გადაღება მხოლოდ მეგობრების გასახალისებლად დაიწყო. თანდათანობით იგი ჯერ სკოლაში, საბოლოოდ კი მთელს ქვეყანაში გახდა პოპულარული თავისი სახალისო ვიდეოებით და ცნობილი Viner-ი გახდა, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ერთი მილიარდი გამომწერი ჰყავდა[1].
დადებით ემოციებთან ერთად მის ვიდეოებს სხვა ბლოგერებისაგან დიდი კრიტიკაც მოჰყვა. ისინი მის კომიკურ სტილს საჯაროდ აკრიტიკებდნენ. როგორც ლილი პონსმა The Cut-თან ინტერვიუში აღნიშნა, მისი ინსპირაცია ისეთი წარმატებული ლათინოამერიკელები იყვნენ, როგორებიც არიან: შაკირა, გაბი ესპინო და სოფია ვერგარა[2].
2016 წელს თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით ლილი პონსმა დაწერა რომანი „სკოლაში გადარჩენა“, რომლის თანაავტორიც მელისა დე ლა კრუზი გახდა[3]. ამავე წელს მან ფილმში „ჩვენ შენ გვიყვარხარ“ როლი შეასრულა, რითიც დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. იგი ასევე გამოჩნდა MTV-ს საშინელებათა ჟანრის სერიალის პირველ ეპიზოდში სახელად „ყვირილი“, რომელშიც იგი სეზონის პირველი მსხვერპლის როლს ასრულებდა.
2018 წლიდან დაიწყო ესპანურენოვანი სიმღერების ჩაწერა, რომლებმაც YouTube-ზე 4 დღეში 10 მილიონი ნახვა დააგროვა[4]. იგი წარმატებით მოღვაწეობს სამოდელო სფეროშიც. 2017 წელს მილანში პონსმა მონაწილეობა მიიღო Dolce&Gabbana-ს წარმოდგენაში. 2019 წელს მან თავისი პირველი ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.
2018 წლის ოქტომბერში ლილი პონსი ლათინური გრემის მე-19 დაჯილდოვების გამარჯვებული გახდა. როგორც 2020 წელს გაკეთებულ ინტერვიუში აღნიშნა, იგი აპირებს გაჰყვეს როგორც სამოდელო საქმიანობას, ასევე მომღერლობასა და ვიდეო ბლოგერობას[5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.